კორონავირუსი კავკასიაში: ყარაჩაი-ჩერქეზეთის მცხოვრებლები გადარჩენას ითხოვენ. მორიგი ანტირეკორდი სომხეთში
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 1 323 195 სულ ინფიცირებულები 810 7 876 13 325 ახალი გარდაცვლილები 0 +5 +11 გარდაცვლილები 13 93 211 გამოჯანმრთელებულები 683 4 377 4 099 -
ყარაჩაი-ჩერქეზეთის მცხოვრებლები გადარჩენას ითხოვენ - რესპუბლიკაში, COVID-19-ის ტესტები არ აქვთ და ექიმების მწვავე დეფიციტია
ყარაჩაი-ჩერქეზეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ნათესავები აქცია მართავენ. პროტესტის მონაწილეებს არბევენ, მაგრამ ისინი მაინც იკრიბებიან.
ადამიანები რაიონული საავადმყოფოს შენობასთან დგანან პლაკატებით ხელში, რომელზეც წერია – „გადაარჩინეთ ყარაჩაი-ჩერქეზეთი“ და მოსკოვისგან დაუყოვნებელ დახმარებას ითხოვენ.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა საავადმყოფომ საერთოდ მუშაობა შეწყვიტა, რადგან იქ, გამონაკლისის გარეშე, მთელი პერსონალი დაავადდა.
ვიდეოზე ჩანს, როგორ ართმევს პოლიციელი პროტესტის მონაწილეს პლაკატს და ნაწილებად გლეჯს.
წყარო: МБХмедиа
-
სომხეთში, კიდევ სამი კლინიკა იწყებს COVID-19-ით ინფიცირებულების მიღებას
სომხეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ, პანდემიის დაწყებიდან, დაინფიცირდა 13 325 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში, გარდაიცვალა 11 პაციენტი, სულ უკვე 211 ადამიანი დაიღუპა.
გამოჯანმრთელდა 4 099 პაციენტი.
სომხეთში, ისეთი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდნენ, როდესაც ავადმყოფებისთვის საავადმყოფოებში ადგილები აღარ იყო. ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ყველა კლინიკას შესთავაზა, რომ განაცხადი გაეკეთებინათ პროგრამაში სასწრაფოდ ჩართვაზე. საბოლოოდ, სომხეთის კიდევ სამი რეგიონალური კლინიკა უკვე იწყებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებას.
ამ დრომდე, ასეთი პაციენტების მიღებით დაკავებული იყო დედაქალაქის 7 და 3 რეგიონული კლინიკა.
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 1 314 766 სულ ინფიცირებულები 810 7 553 13 130 ახალი გარდაცვლილები 0 0 0 გარდაცვლილები 13 88 200 გამოჯანმრთელებულები 683 4 149 4 014 -
საქართველოში რესტორნები და სასტუმროები გაიხსნა. აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც მატარებლების გამოკლებით
8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ რესტორნებსა და სასტუმროებს, რომლებმაც შემოწმება გაიარეს და მუშაობის განახლების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა აქვთ. ისინი ვალდებულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციები დაიცვან.
განახლდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლაც.
მუნიციპალიტეტებს შორის მგზავრობა ავტობუსებით და მიკროავტობუსებითაა დაშვებულია. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის გამოყენება და ღია უნდა იყოს ფანჯრები.
15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.
● როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 1 314 766 სულ ინფიცირებულები 809 7 553 13 130 ახალი გარდაცვლილები 0 +4 +10 გარდაცვლილები 13 88 200 გამოჯანმრთელებულები 674 4 149 4 014 -
მორიგი ანტირეკორდი სომხეთში - ინფიცირების 766 შემთხვევა 24 საათში, სულ გარდაიცვალა 200 ადამიანი
დღე-ღამეში, 10 გარდაცვლილი სომხეთში.
პანდემიის დაწყებიდან, დაინფიცირდა 13 130 ადამიანი, მათგან 4 014 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსთან ბრძოლოს ზომები სომხეთში
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე მოქმედებს.
მაგრამ უკვე გაუქმდა შეზღუდვები გადაადგილებაზე და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
18 მაისიდან მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. მას საგულდაგულო დეზინფექცია უტარდება. ყველა მგზავრი ვალდებულია ტრანსპორტში პირბადე ეკეთოს.
-
32 ადამიანი - ბავშვები და თანამშრომლები დაინფიცირდნენ კორონავირუსით ჩრდილოეთ ოსეთის ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში
ვირუსის ეს აფეთქება ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ დაადასტურა. ფსიქონევროლოგიურ ინტერნატ „წყალობის“ საქმეზე გამოძიება დაიწყო, რადგან, როგორც გაირკვა, იქ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო არანაირ ზომებს არ მიმართავდნენ. პროკურატურის ცნობით, ასეთი ნაბიჯების თეორიული გეგმაც კი არ იყო შემუშავებული.
წყარო: ონლაინგამოცემა Крылья ТВ
კორონავირუსის უცნაური სტატისტიკა რუსეთში: კარგი მედიცინა თუ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი?
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 3 379 547 სულ ინფიცირებულები 808 7 239 12 364 ახალი გარდაცვლილები 0 +2 +7 გარდაცვლილები 13 84 190 გამოჯანმრთელებულები 663 4 024 3 720 -
დღე-ღამეში, 547 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი სომხეთში, განიხილება მკაცრი კარანტინის გამოცხადება
სომხეთში, პანდემიის დაწყებიდან, საერთო ჯამში 190 ადამიანი გარდაიცვალა.
დაინფიცირდა 12 364 ადამიანი, მათგან 3 720 გამოჯანმრთელდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იზოლაციაშია, მასსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
სომხეთის პრემიერის ცნობით, ხელისუფლება სამომავლო მოქმედების რამდენიმე სცენარს განიხილავს, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვების დაწესებასა და კომენდანტის საათის გამოცხადებას.
მისი თქმით, ეპიდემიის პიკი ივნისის ბოლოს არის მოსალოდნელი, მაგრამ ამას სრულიად დარწმუნებით ვერ ამბობენ.
• ერევანი კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება
-
აზერბაიჯანში უკვე აკრძალეს შაბათ-კვირას სახლიდან გამოსვლა
აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად ასობით იზრდება, დღე-ღამეში, რამდენიმე ადამიანი იღუპები. ამიტომაც მიიღეს ამ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება.
შაბათ-კვირას, სახლის დატოვების აკრძალვა ეხება ბაქოს, განჯას, ლენქორანსა და აფშერონის რაიონს. მუშაობას წყვეტს ყველა ბიზნესი და მაღაზია, მათ შორის, სურსათის, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ შეიძლება ავტომობილით გადაადგილება.
კარანტინის წესების დაცვას პოლიცია და შინაგანი ჯარი აკონტროლებს.
გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და ანალოგიური ორგანიზაციებისთვის, ასევე გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
• “თუ არ გეშინია – არ დაინფიცირდები”. აზერბაიჯანში კარანტინი გააუქმეს – რას ფიქრობს ხალხი?
ასე გამოიყურება კვირის ბოლოს ბაქოს ცენტრალური ქუჩა. ფოტო JAMnews
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა