“ქართული ოცნება”, საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. ეს პარტიებია:- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო – ლელო”, “ფედერალისტები” და “გახარია საქართველოსთვის”.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.