ირანის ისლამური რესპუბლიკა

ირანის ისლამური რესპუბლიკა

ირანი არის სახელმწიფო აზიაში, რომელსაც ესაზღვრება სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ერაყი, პაკისტანი და ავღანეთი. მიდი დედაქალაქია თეირანი. ირანს აქვს გასასვლელი სპარსეთის ყურესა და კასპიის ზღვაზე. მოსახლეობა – 80 მილიონზე მეტი ადამიანია.

 

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა თეოკრატიული სისტემა – ისლამური სამღვდელოება განსაკუთრებულ როლს თამაშობს სახელმწიფოს მართვაში.

 

სახელმწიფო რელიგია შიიტური ისლამია. სპეციალური სახელმწიფო ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ ყველა რელიგიური რიტუალის შესრულებას და დამრღვევებს სჯიან.

 

საერთაშორისო საზოგადოება ირანის რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებს. ირანში არის სიკვდილით დასჯა და მსჯავრდებულებს საჯაროდ სჯიან. ქვეყანაში არსებობს ცენზურა, მათ შორის – ინტერნეტში.

 

ირანს დაძაბული ურთიერთობა აქვს ისრაელთან, რომელსაც ის სახელმწიფოდ არ ცნობს, ასევე ცუდი ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან.

 

მრავალი წლის განმავლობაში ირანი ავითარებს ბირთვულ პროგრამას და ამტკიცებს, რომ ამას ექსკლუზიურად მშვიდობიანი მიზნებისათვის აკეთებს. ამასთან, არც ისრაელს და არც დასავლეთის ქვეყნები არ სჯერათ მისი მშვიდობიანი მიზნების და აცხადებდნენ, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. ამიტომ ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციები გამოიყენეს.

 

2015 წელს შედგა ე.წ. ”ბირთვული შეთანხმება”. ირანიმა პირობა დადო, რომ უარს იტყოდა ურანის გამდიდრებაზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს მის ბირთვულ ობიექტებში დაშვების უფლება მისცეს. თავის მხრივ, დასავლეთის ქვეყნები დაპირდნენ, რომ თანდათანობით გააუქმებდნენ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.

 

ამასთან, 2018 წელს, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები “ბირთვული გარიგებიდან” გამოვიდა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.

 

დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის პიკს 2020 წლის იანვარში მიაღწია, როდესაც გავლენიანი ირანელი გენერალი კასემ სულეიმანი ამერიკულმა რაკეტამ ერაყში მოკლა. ირანმა ამ ფაქტს ერაყში აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო შეტევებით უპასუხა.

ფოტო: Reuters

აზერბაიჯანი ირანსა და ისრაელს შორის

არიან, თუ - არა, აზერბაიჯანში ისრაელის მებრძოლები და შესაძლებელია, თუ - არა, ირანის თავდასხმა. კომენტარი ბაქოდან

ისრაელის არმიის ხელმძღვანელობამ თავის სამხედროებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში და აზერბაიჯანში აღმოჩნდნენ, უბრძანა დატოვონ ამ ქვეყნების ტერიტორიები. ინფორმაციის წყარო ისრაელის სახელმწიფო ტელეკომპანია 11KAN-ია.

სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ანალიზი ბაქოდან

"შეზღუდული რესურსები ამჟამად ხელს უშლის რუსეთს დომინანტური როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში"

photo icon

სომხეთმა აზერბაიჯანს საჰაერო სივრცე გაუხსნა? მოსაზრებები ბაქოდან და ერევნიდან

აზერბაიჯანის ავიაკომპანიამ ბაქო-ნახიჩევანის რეგულარული ავიარეისი შეასრულა სომხეთის საჰაერო სივრცის გავლით

photo icon video icon

ურთიერთობის გამწვავება აზერბაიჯანსა და ირანს შორის. რა ხდება?

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები გაუარესდა, თუ არ ვიტყვით, რომ კრიტიკულ დონემდე მივიდა. რა მოხდა ამ ქვეყნებს შორის და რას უნდა ველოდოთ

photo icon

ირანის რადიკალი პრეზიდენტი და კავკასია: შეფასებები ბაქოდან, ერევნიდან და თბილისიდან

ვინ არის ებრაჰიმ რაისი, როგორია ირანის გავლენა სამხრეთ კავკასიაში?

კორონავირუსი ირანში: ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფეთქება მსოფლიოში და ხელისუფლების ტყუილი

ექიმების გმირობა და თავგანწირვა არ შველის ირანს COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდისგან. დარტყმის ქვეშ არიან მეზობლები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა

video icon

ძმათა სასაფლაოები ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთათვის - თანამგზავრიდან გადაღებული სურათები

დასტურდება ყველაზე ცუდი შიშები ეპიდემიის მასშტაბებთან დაკავშირებით, რომელსაც ხელისუფლება მალავდა. ვიდეო New York Times/Reuters

კორონავირუსი: იტალია ევროპასა და სხვა კონტინენტებზე დაავადების კერა ხდება. განახლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიისთვის უნდა მოემზადოს

ირანში დაღუპულთა გლოვა დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტში გადაიზარდა

თეირანში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, რეჟიმის შეცვლას მოითხოვენ

უკრაინული თვითმფრინავი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, შესაძლოა, შეცდომით ჩამოაგდო

ამერიკულ ოფიციალურ წყაროებს მიაჩნიათ, რომ თვითმფრინავი, შესაძლოა, ირანულ შეიარაღებულ ძალებს შემთხვევით ჩამოეგდოთ

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა

არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, დაკავშირებულია თუ არა მომხდარი ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობის მკვეთრ გამწვავებასთან

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა