USAID: სახეზეა ქართველი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება
სახეზეა ქართველი ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა მოახდინა სახელმწიფოს მიტაცება – ნათქვამია USAID-ის დოკუმენტში, რომელიც რომელიც გლობალურ კლეპტოკრატიასთან ბრძოლას აფასებს და ამ მხრივ წარმატებისა და წარუმატებლობის მაგალითებს მიმოიხილავს.
კლეპტოკრატია არის მმართველობის ფორმა, როდესაც მმართველი ელიტები ქვეყნის რესურსებს საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ. სახელმწიფო რესურსების მიტაცებით კი ისინი საკუთარ ძალაუფლებას და გავლენას აფართოებენ. კლეპტოკრატია პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციასთან და ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლასთან, თუმცა ის უფრო მეტად კორუფციის ელიტურ სახეს წარმოადგენს.
“კლეპტოკრატიასთან ბრძოლა თაობებს მოიცავს, მცდარი აზრი, რომ მიზანი უკვე მიღწეულია შეიძლება რეფორმების შემობრუნების და კლეპტოკრატიის ზრდის საფუძველი გახდეს, ეს შეიძლება მოხდეს რეფორმების 8 წლის პროცესის შემდეგაც, რასაც აჩვენებს უკრაინის მიმდებარედ არსებული საქართველოს გამოცდილება 2012 წლის შემდგომ.” – წერია კვლევაში.
საქართველოს გარდა, დოკუმენტში კიდევ საუბარია ასევე უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, სამხრეთ აფრიკაზე, სუდანზე, მოლდოვაზე, სომხეთზე, მალაიზიასა და სხვებზე.
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
● აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს “ჩრდილოვანი მმართველის” წინააღმდეგ
● კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს: “არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე”
დოკუმენტში საქართველოს წარმატების პერიოდად აღიარებულია 2004-2012 წლები, როდესაც ქვეყანა სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს დგამდა კორუფციისა და კლეპტოკრატიის შესამცირებლად. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული საქართველოს მიერ გატარებული პოლიციის რეფორმა, რომელიც სამართალდამცავი სისტემის გარდაქმნის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად არის აღიარებული. დოკუმენტში ასევე საუბარია ქართული რეფორმების ექსპორტის მაგალითებზე – უკრაინის მიერ 2014 წლის შემდგომ ეროვნული პოლიციის ქართული მოდელით მშენებლობის პროცესზე.
2012 წლის შემდგომ პერიოდზე USAID-ი კარდინალურად განსხვავებულ სურათს აღწერს: ოლიგარქიული მმართველობის დომინირება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომი.
“Transparency International-ის კვლევა აღწერს კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომს, საქართველოს მზარდ დამოკიდებულებას რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო გარიგებებზე რუსეთთან.” – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია და საქართველოს ვარდების რევოლუცია დასრულდა, “როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა დააფინანსეს პრორუსი კანდიდატები, რომლებიც გახდნენ პრეზიდენტები და ორი ქვეყნის ხელახალი კლეპტიფიკაცია მოახდინეს.”