ბორდერიზაცია

“ბორდერიზაცია” – ანუ საზღვრის მონიშვნის პროცესი. ეს სიტყვა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში გაჩნდა, როდესაც  რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოყოფა დაიწყეს.

მას შემდეგ ათ წელზე მეტია, რაც რუსი და ოსი სამხედროები ე.წ. საზღვრის მთელ პერიმეტრზე სხვადასხვა კონსტრუქციებს ამონტაჟებენ – ავლებენ მავთულხლართებს; დგამენ ბეტონის, ხის და რკინის ნაგებობებს; არჭობენ ბანერებს, წარწერით “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი”; თხრიან სანგრებს; აყენებენ სათვალთვალო ინფრასტრუქტურას.

თბილისი ამ პროცესს “მცოცავ ოკუპაციას” უწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება კი, „სახელმწიფო საზღვრის გავლებას“.

ამ კონსტრუქციების ნაწილი გადის პირდაპირ ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეზოებზე, მათ მიწებზე და ორ ნაწილად ჰყოფს სოფლებს.

შედეგად, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღესაც, ომიდან წლების შემდეგ, კარგავენ სახლებს, სახნავ-სათეს მიწებს, საძოვრებსა და ბაღებს.

ბორდერიზაციის პროცესი განსაკუთრებით აქტიურად 2013 წლიდან მიმდინარეობს.

ერგნეთის შეხვედრაზე ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა

ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის გათავისუფლება მოითხოვა

"არ მჯერა თქვენი ერთი სიტყვისაც კი" - ახალგორელი უფლებადამცველი პრემიერს შეხვედრას სთხოვს

მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორში ხალხი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს

სოფელ მერეთთან რუსი სამხედროები გამოჩდნენ. თბილისი რუსეთს პროვოკაციასა და ჰიბრიდულ ომში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო უწყება: მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, რუსეთი ოკუპაციას განაგრძობს

კელი დეგნანი: 13 ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება რომ ჰქონოდათ

აშშ-ს ელჩი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

მოსაზრება: ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია კიდევ ერთ შანსს გვაძლევს ოსებთან ურთიერთობა დავალაგოთ

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასა და იმის შესახებ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება აუცილებელია

ცხინვალის უშიშროება ვაჟა გაფრინდაშვილის ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირზე მიუთითებს

თბილისი ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებას "გამოგონილ ბრალდებებსა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას" უწოდებს

JAMnews-ის წყარო ცხინვალში: არ არის გამორიცხული ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

რაც დრო გადის, ქართველი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებული ისტორია კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება

კონფლიქტის ზონაში დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის ცხინვალის იზოლატორში რჩება

ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა

პოპულარული