ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

რას ფიქრობენ აფხაზი ექსპერტები ქართული ოპოზიციის და ევროკავშირის ხედვაზე კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით

"აფხაზეთის მშვიდობიანი ან ძალისმიერი დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში: ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი პარადიგმაა"

"კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკავშირი სირიასთან მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს დააყენებს

"ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული რჩება"

კომენტარი: ადამიანის დაპატიმრება 34 წლის წინანდელ ომზე გაკეთებული მოსაზრების გამო, არის სამართლებრივი აბსურდი

თამთა მიქელაძე: გიორგი ბარამიძემ რა თქვა ამის შინაარსობრივი და ისტორიული განხილვა ახლა გვერდზეა გადასადები

"სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს გადაცემაში "საქართველოს დაბადება"

თანმიმდევრულობა ილუზიებში და უმოქმედობა შიშის გამო: ქართულ-აფხაზური დიალოგის ბარიერები. მოსაზრება თბილისიდან

ვანო აბრამაშვილი: მე ვფიქრობ, რომ აფხაზებთან არსებული ოკუპაციის პირობებშიც კი შეგვიძლია საუბარი. უბრალოდ ამას პოლიტიკური ნება და სწორი ფორმატები ჭირდება

video icon

რას ელიან აფხაზეთის მაცხოვრებლები თბილისისგან - აფხაზი ექსპერტების დისკუსია. ვიდეო

ადგურ ლაგვილავა და ინალ ხაშიგი: „საქართველოს საზოგადოებაში აფხაზეთის შესახებ დამახინჯებული აღქმა დიდი პრობლემაა. თბილისმა აფხაზები ავტოქთონურ ხალხად უნდა აღიაროს და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი გააუქმოს“

video icon

საწვავის კრიზისი და ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ დისკუსია. ხედვა აფხაზეთიდან – ვიდეოდისკუსია

ასტამურ ტანია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განცხადებები საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური ბრძოლით არის ნაკარნახევი, სადაც აფხაზეთის თემა მხოლოდ ემოციური მუხტის შესაქმნელად გამოიყენება

„გვარამიამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაზე ახალი არაფერი თქვა“ - მოსაზრება აფხაზეთიდან

ინალ ხაშიგის მოსაზრება ნიკა გვარამიას ინტერვიუზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და აფხაზეთში ნდობის აღდგენის გზებზე.

ნიკა გვარამიას ინტერვიუ აფხაზეთზე

აფხაზეთის დაბრუნება ომის გარეშე - რას სთავაზობს ნიკა გვარამია ქართულ პოლიტიკას

ევროკავშირი, ანაკლია და საერთო ეკონომიკური ინტერესი. ნიკა გვარამიას ხედვა აფხაზეთზე

მოსაზრება სოხუმიდან: ქართული ბენზინი აფხაზეთში? საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია

აფხაზეთში ბენზინის დეფიციტი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დრონებით თავდასხმების ირიბი შედეგია.

საწვავი აფხაზეთში და დებატები თბილისში: ჰუმანიტარული დახმარება თუ რუსეთის ინტერესებისთვის სასარგებლო ნაბიჯი?

ოპოზიცია და ხელისუფლების კრიტიკოსები დამატებით განმარტებებს ითხოვენ

კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა

"საწვავის შეტანა კერძო ბიზნესმა განახორციელა და ეს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოხდა"

ბარამიძის განცხადება აფხაზეთის ომზე

ბარამიძის განცხადება აფხაზეთის ომზე და გამოძიება „სამშობლოს ღალატისთვის“

რა თქვა ენმ-ის ლიდერმა და რატომ გახდა ეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი

"რუსული ანექსია უპასუხოდ არ დარჩება" - აგვისტოს ომის 18 წლისთავთან საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებით, 2008 წლის 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა

ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის აღდგენა: ინტეგრაცია თუ უსაფრთხოების მუქარა?

საუბარია გალის რაიონის მაცხოვრებლებზე, რომლებსაც 2011 წელს ჩამოერთვათ აფხაზეთის მოქალაქეობა

მოსაზრება: აფხაზური დიპლომატია უფრო მოქნილი, თუნდაც აგრესიული უნდა იყოს

ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების უკან წაღების ფონზე, ახრა ბჟანია აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაზე ფიქრობს

პოპულარული