ქართულ-ოსური კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთი საქართველოს ავტონომიური რეგიონი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თანამედროვე ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. სამხრეთ ოსეთს სურდა დამოუკიდებლობა, საქართველომ კი საპასუხოდ საერთოდ გააუქმა ავტონომიური რეგიონის სტატუსი და სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლის რეგიონში შეიყვანა.

პირველი შეიარაღებული წინააღმდეგობა და პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა ნოემბერ-დეკემბერში 1989 წელს. აქტიური საომარი მოქმედებები კი მოხდა 1991-1992 წლებში და დასრულდა 1992 წელს დაგომის შეთანხმების ხელმოწერით, რაც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას და შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ავალდებულებდა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ნაწილების გაყვანა რუსეთის ფედერაციასაც დაევალა.

შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სხვადასხვა მონაცემებით, გარდაიცვალა 10 ათასამდე ადამიანი ყველა მხრიდან, ხოლო 100 ათასამდე ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა როგორც დევნილმა და იძულებით გადაადგილებულმა პირმა.

სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი “ერთობლივ საკონტროლო კომისიას” და სამმხრივ “ერთობლივ სამშვიდობო ძალებს” დაევალა. ამ უკანასკნელს, რომელიც  ქართული, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ბატალიონებისგან შედგებოდა, რუსი სამხედროები მეთაურობდნენ.

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2008 წლის აგვისტომდე განიხილებოდა, როგორც “გაყინული” კონფლიქტი.

2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

სამხრეთ ოსეთი აგრძელებს ცხოვრებას როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ რუსეთმა და კიდევ რამდენიმე “მესამე მსოფლიოს” ქვეყანამ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მას აღიარებს, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს.

დაგომის ხელშეკრულებამ პრაქტიკულად ძალა დაკარბა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

ლიეტუვა: ევროკავშირი მზადაა, სირიასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს

"ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან"

"ჟენევის დისკუსიების ადგილმდებარეობა შესაცვლელია, შვეიცარიამ ნეიტრალიტეტი დაკარგა" - მიხაილ გალუზინი

გალუზინი: ჩვენი მოკავშირეები მხარს გვიჭერენ. ველით, რომ სამი თანათავმჯდომარე ამ საკითხს სრული სერიოზულობით მოეკიდება

საგარეო: საქართველო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთებას გამოთქვამს

თბილისმა მოითხოვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა

ანექსიური პროცესები ცხინვალსა და აფხაზეთში

სამოქალაქო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაწყებულ ანექსიურ პროცესებზე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

განცხადების თანახმად, რუსეთის ქმედებების საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს

კამბოლოვის დანიშვნა ცხინვალში
photo icon

კამბოლოვის მისია: რას ნიშნავს ცხინვალში მოსკოვის ახალი კადრის გამოჩენა

ვინ არის კამბოლოვი, რატომ გააგზავნა ის კრემლმა ცხინვალში და რა შეიძლება ამ ნაბიჯის მიღმა იყოს

SJC: ცხინვალში მიმდინარე ცვლილებები რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალ ეტაპზე მიუთითებს

"ეს პროცესები მიუთითებს, რომ მოსკოვი აღარ კმაყოფილდება რეგიონის არაპირდაპირი კონტროლით"

გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა რვა ქვეყანამ მისცა: რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, კუბამ, ნიკარაგუამ, სუდანმა, ეკვატორულმა გვინეამ და ბურუნდიმ

მოსაზრება: ხელშეკრულების შინაარსი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის — ეს არის პრაქტიკული ანექსია ამ რეგიონის

თამთა მიქელაძე: ქართული ოცნების "მშვიდობის პოლიტიკაც" ეს არის

"დე-ფატქო შეერთება“: რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერეს სამოკავშირეო შეთანხმებას

გაგლოევმა ამ შეთანხმების ხელმოწერას "ოსი ხალხის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა

რა მაგალითს იძლევა კვიპროსის მოდელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველო, უკრაინა და მოლდოვისთვის? – მოსაზრება

"უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაში ვითარება შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული იყოს"

მინსკის იდეა და ჟენევის ფორმატი — ზახაროვა ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე მთავარი არა ადგილი, არამედ შეთანხმებაა

"რამდენიმე წლის წინ რუსეთმა წამოაყენა ეს წინადადება და ამას მხარი აქტიურად დაუჭირა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა"

ცხინვალის КГБ: თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა

"მეარაყიშვილი დაქირავებული იყო დივერსიული ამოცანების შესასრულებლად“

თამარ მეარაყიშვილის ცხინვალიდან გამოძევება საშიშ სიგნალს უგზავნის იქ დარჩენილ ქართველებს - SJC

SJC-ის შეფასებით, ახალგორის მოსახლეობა უკვე წლებია დეპოპულაციის პროცესშია

იგორ კოჩიევი: სოფელ უისტასთან ქართული საგუშაგოს მოხსნა სამხრეთ ოსეთისთვის კვლავ საკვანძო საკითხად რჩება

დე ფაქტო წარმომადგენელმა "დადებით მოვლენად“ შეაფასა გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა

"ქართულმა ოცნებამ" ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა

კანონპროექტის მიხედვით, დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1 იანვრიდან იქნება ლიკვიდირებული

პოპულარული