წინასწარი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა აპრილში 44,8 პროცენტით გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44,8 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოში ეკონომიკა 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჯამში 8,1 პროცენტით გაიზარდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა.
აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:
● დამამუშავებელი მრეწველობა
● მშენებლობა
● ვაჭრობა
● ტრანსპორტი და დასაწყობება,
● სასტუმროები და რესტორნები
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა
კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
__________________________________
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
__________________________________
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა,