"საქსტატის" მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
გასული წლის განმავლობაში საქართველოში პროდუქტები და სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვნად გაძვირდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.
ამასთან ერთად, ინფლაციის დონემ 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.
_____________________________
● საქართველოს ეკონომიკა ოქტომბრის თვეში 3.9%-ით შემცირდა
● საქსტატის ახალი მონაცემები: საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 314.9 ლარია
____________________________
ფასებმა მოიმატა და წლიურმა ინფლაციამ გავლენა იქონია შემდეგ ჯგუფებზე:
● ზეთი და ცხიმი – 23.2%
● ყავა, ჩაი და კაკაო – 12.2%
● თევზეული – 9.1%
● რძე, ყველი და კვერცხი – 8%
● პური და პურპროდუქტები – 7.1%
● შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 7.0%
● მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 4.7%
● ხორცი და ხორცის პროდუქტები – 3.7%
მთლიანობაში, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა.
____________________________
● საქართველოში წამლები ისევ გაძვირდა. გაიზარდა ფასები სამედიცინო მომსახურებაზეც
_____________________________
ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის, და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ჯგუფებზე:
● მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი – 12.7%
● ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება – 10%
● გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით – 10.1%
● საოჯახო საფეიქრო ნაწარმი – 7.4%
● ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი – 6.2%
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტზე ფასები შემცირდა 5.2%-ით.
ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც – 6.7%.
ფასები შემცირებულია ასევე ხილსა და ყურძენზე – 5.3%.