კორონავირუსი, ქრონიკა: სომხეთში დექსამეტაზონი დაიტაცეს. ექიმები მიმართავენ მოქალაქეებს, არ დალიონ ეს წამალი
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 8 491 560 სულ ინფიცირებულები 906 12 729 20 268 ახალი გარდაცვლილები 0 +6 +18 გარდაცვლილები 14 154 350 გამოჯანმრთელებულები 755 6 799 9 002 -
სომხეთში ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ, არ დალიონ დექსამეტაზონი ინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით
სომხეთში დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან, დაინფიცირდა 19 708 ადამიანი, მათგან 332 გარდაიცვალა, 8 854 გამოჯანმრთელდა.
სომხეთში პრეპარატ დექსამეტოზონის ბუმი დაიწყო, მას მასობრივად იღებენ როგორც ინფიცირების თავიდან აცილების საშუალებას – მას შემდეგ, რაც გაჩნდა ცნობები დიდ ბრიტანეთში ამ პრეპარატის კლინიკური გამოცდის წარმატების შესახებ.
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გამოვიდა საგანგებო განცხადებით თვითმკურნალობის საფრთხესთან დაკავშირებით:
„დექსამეტაზონის შემცველი პრეპარატები… თრგუნავს იმუნურ სისტემას და ქმნის ღიად ან ფარულად მიმდინარე დაავადებების გამწვავების საფრთხეს“.
• “ჩაკეტილები”: სომეხი შრომითი მიგრანტები რუსეთში ვერ მიდიან
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 2 438 459 სულ ინფიცირებულები 895 11 329 19 157 ახალი გარდაცვლილები 0 +4 +10 გარდაცვლილები 14 143 319 გამოჯანმრთელებულები 741 6 325 8 266 -
საქართველოში, ინფექციის ახალი კერის გაჩენის რისკი არსებობს - სამეგრელოში
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ზუგდიდში გამოვლინდა.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან 895 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 14 გარდაიცვალა, 741 – გამოჯანმრთელდა.
დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში, ვირუსის ახალი აფეთქების საფრთხე გაჩნდა. 55 წლის მამაკაცი საქართველოში რუსეთიდან 12 ივნისს, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. ის კარანტინში იმყოფებოდა, მაგრამ ზუგდიდში, ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მისცეს. იქ, მას, სავარაუდოდ, ათობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ახლა მას კორონავირუსი დაუდასტურდა, უკვე იზოლირებულები არიან მისი ოჯახის წევრები და რამდენიმე სხვა ადამიანი.
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 5 338 665 სულ ინფიცირებულები 893 11 329 18 698 ახალი გარდაცვლილები 0 +6 +7 გარდაცვლილები 14 139 309 გამოჯანმრთელებულები 739 6 192 6 560 -
სომხეთში, ინფიცირების მკვეთრი ზრდა გრძელდება, პრემიერი ქუჩაში ნიღბებს არიგებს. ვიდეო
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 665 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 7 ფაქტი დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან, ქვეყანაში დაინფიცირდა 18 698 ადამიანი, მათგან 309 გარდაიცვალა, 6 560 – გამოჯანმრთელდა.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:
“ჩვენ, კვლავ მასობრივად ვაგრძელებთ ნიღბების არგაკეთებას. მოქალაქეებთან დიალოგის რეჟიმში ჩამოყალიბებულმა ხელისუფლებამ, უნდა აიძულოს თუ არა ისინი, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე?”.
სომხეთში მუშაობს ყველა სახის ბიზნესი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა, დაწესებულია ყველგან და ყოველთვის ნიღბის ტარების მოთხოვნა. ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს რეგულარულად უტარდებათ დეზინფექცია.
გამოცხადებულია, რომ საზღვრები, როგორც მინიმუმ 1 ივლისამდე იქნება ჩაკეტილი.
ვის და რა დახმარებას უწევენ სომხეთში, კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად
ვიდეო: პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში, ადამიანებს ნიღბებს ურიგებს
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 9 329 544 სულ ინფიცირებულები 888 10 991 18 033 ახალი გარდაცვლილები 0 +7 +9 გარდაცვლილები 14 133 302 გამოჯანმრთელებულები 731 6 075 6 814 -
საქართველოში, კორონავირუსით სულ 119 მედიკოსი დაინფიცირდა, მათგან 1 გარდაიცვალა
გარდაცვლილი მედიკოსი – 70 წლის მედდაა ქვემო ქართლის რეგიონიდან.
119 ინფიცირებული მედიკოსიდან, 101 – ექიმია, 18 – ტექნიკური პერსონალი.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის დაწყებიდან სულ 888 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 731 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა.
• თბილისი – ძველი ტრანსპორტი ახალი წესებით. VIDEO
-
რუსეთში, რამდენიმე სამხედრო საწარმო დაიხურა COVID-19-ით მასობრივი ინფიცირების გამო
კალინინგრადში, მუშაობა შეაჩერა წამყვანმა საწარმო „ფაკელმა“, სადაც კოსმოსური საფრენი აპარატების ძრავებს ამზადებენ. იქ, სულ მცირე, 82 თანამშრომელი დაინფიცირდა.
მესამე დღეა, ჩაკეტილია ციმბირში, ქალაქ სევეროდვინსკი შესასვლელ-გასასვლელები, სადაც მუშაობა შეწყვიტა ორმა მსხვილმა სამხედრო საწარმომ, რომელშიც ატომურ საბრძოლო ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს აგებენ.
COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აღჭურვეს სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს შვიდსართულიანი კორპუსი.
17 ივნისის მონაცემებით, რუსეთში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს, გარდაიცვალა – 7 478. თუმცა, ექიმები და ექსპერტები აგრძელებენ მტკიცებას, რომ ეს სტატისტიკა ფალსიფიცირებულია და რეალური სურათი გაცილებით უარესია.
• „37.5 მაქვს, რა გავაკეთო?“ – მოსკოვში, კორონავირუსის სამკურნალოდ ფული და კავშირებია საჭირო
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა