ვანში საგანგებო რეჟიმი მკაცრდება
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შუახნის ქალს covid-19 დაუდასტურდა. ის მაღაზიაში მუშაობდა და გამყიდველი იყო. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. კორონავირუსის შიდა გავრცელების შეჩერების მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელში გამშვები პუნქტი მოეწყობა, მოსახლეობას კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდება.
8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 46 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ვანში ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ და ისინი იმ ადამიანთა წრეს ადგენენ, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა.
ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი ამ დროისთვის უკვე 5000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- “რომ გამოვალ, ჩემს ცოლს ვაკოცებ”. შვიდი ამბავი კარანტინიდან
- კორონავირუსი კავკასიაში: განახლებადი
- ახლობლები რომ მირეკავდნენ, ზოგს ეტირებოდა – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.