უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, თუმცა რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზეა საუბარი, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
სუსის მიხედვით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე – აქედან 16 ადამიანის მიმართ სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის 6 საქმე. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 7 ადამიანის მიმართ, ხოლო 9 პირის მიმართ სასამართლო განხილვა გრძელდება.
თუმცა, ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელ საქმეებზეა საუბარი.
______________________________
● კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი
● 10 წელი მავთულხლართებს მიღმა
________________________________
უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს იმას, რომ უცხო სახელმწიფოების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ძირითადი მიზანი იყო პოლიტიკური, სამხედრო, სოციალურ-ეკონომიკური, იდეოლოგიური და სხვა სახის ბერკეტების მოპოვება.
მათივე თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, სამხედრო სფეროში მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ცალკეული ქვეყნები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები მიზნად ისახავდნენ შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოში ნატოს აქტივობების შეზღუდვას და ამ მიზნით ეწეოდნენ დესტრუქციულ ქმედებებს.
_____________________________
● 12 წელი სოკოს კრეფისთვის. როგორ აღმოჩნდა ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში
● სოხუმში საქართველოს მოქალაქეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს