ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს

ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა 2020 წლის დეკემბრიდან. ის მას შემდე აირჩიეს, რაც თანამდებობა გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ნიკა მელია კენჭს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რაიონში, გლდანში იყრიდა. ის ერთადერთია ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, ვინც ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ხელისუფლების კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო.

მელია ასევე გახდა პირველი დეპუტატი, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტმა პროკურატურის მოთხოვნით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა. მაშინ მას ბრალი 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის დროს, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობაში დასდეს. ამ საქმეზე ოპოზიციის ლიდერმა გირაოს მეორედ გადახდაზე უარი განაცხადა, რადაგნ მისი თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 2021 წლის 17 თებერვალს კი სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის საქმეს ემსხვერპლა პრემიერი გიორგი გახარიაც. მისი აზრით, მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევდა, “ქართული ოცნება” მას არ დაეთანხმა და ამის გამო გახარია 18 თებერვალს გადადგა.

მოსაზრება: გვარამიას შეუძლია სერიოზული ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს ალიანსში -  მაგრამ ის არ არის ხალხოსანი

"ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ ოცნებას“ ორპოლუსიანობის ინტერესი აქვს"

"ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად" - ნიკა მელია და ნიკა გვარამია საარჩევნოდ ერთიანდებიან

პოლიტიკურ გაერთიანებას "ახალი" ერქმევა, მათი საარჩევნო ნომერი კი 4 იქნება

მადლობები და ბოდიში ბიძინა ივანიშვილს: "ქართული ოცნება" დაარსების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

"მიღწევებთან ერთად, იყო არაერთი შეცდომა, თუმცა პრინციპებიდან არ გადაგვიხვევია"

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში პოლარიზაცია არყევს მედიისა და არჩევნების ნდობას

""როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან"

სახალხო დამცველი

არჩევნები, პანდემია, მედიის მდგომარეობა და სააკაშვილი - ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში

ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა

ამერიკის ელჩი: ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს

დეგნანი: საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ

ზუგდიდის წინა მოწვევის საკრებულო ბიუჯეტს ამტკიცებს. მოშიმშილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

მმართველ პარტიას ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა არ აქვს

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ათი ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს

სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია

ირაკლი კობახიძე: ვინც პოლიტმიკერძოების გამო სახელმწიფოდ არ გვცნობს, მათთან ვერ ვითანამშრომლებთ

ნიკა მელია: ეს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა