ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი (დაიბადა 1956 წელს) – საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი (ოქტომბერი 2012 – ნოემბერი 2013). ივანიშვილი არის პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და თავმჯდომარე.  2012 წლის 1 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნები მოიგო, შეცვალა “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყნის სათავეში მოვიდა.

ივანიშვილი არ იკავებს არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებენ.  ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები მხოლოდ მასთან კონსულტაციის შემდეგ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. პრეზიდენრის და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურებსაც ივანიშვილი არჩევს.

ივანიშვილი ერთადერთი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ფორბსის მსოფლიოს მილიარდერების სიაშია. მისი ქონება 2019 წლის მონაცემებით 4.9 მილიარდი დოლარია. ივანიშვილი 90-იან წლებში რუსეთში საქმიანობისას გამდიდრდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა

ელისეს სასახლის ცნობით, მაკრონმა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა, ასევე გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას, რაც აუცილებლად იმოქმედებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე.

კომენტარი: სიტუაცია სერიოზულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უიმედო

დავით ზურაბიშვილი: "ამ აქციების გამო ბიძინა ივანიშვილს ხუხულასავით ენგრევა სტაბილურობის გარანტის იმიჯი"

წამყვანი ევროპარლამენტარები: დაუწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილს

მათი თქმით, "ქართული ოცნება" პირდაპირაა პასუხისმგებელი უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლაში

ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე, ხარება და სხვები - გამოქვეყნდა ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სია

ამ ქვეყნებში ისინი პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდნენ

"მოგიწოდებთ, წარუდგინოთ სანქციების წინადადება საბჭოს" - ევროპარლამენტარები კაია კალასს მიმართავენ

ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის ოჯახის ქონება საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში - რა წერია მილიარდერის 2024 წლის დეკლარაციაში

უშუალოდ ივანიშვილის სახელზე მხოლოდ ჭორვილაში არსებული სახლები და მიწებია

"ივანიშვილი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით" - ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილთან

"ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით"

Dailymail: როგორ განსაზღვრავს ოლიგარქი, რომელიც პითონის სახელით არის ცნობილი, სასიცოცხლო მნიშვნელობის დასავლელი მოკავშირის მომავალს

"26 ოქტომბერი განიხილება როგორც რეფერენდუმი"

გლობალური ომის პარტია, ღია მუქარა ოპოზიციის მიმართ და მამაკაცის რძე. ივანიშვილის ინტერვიუ "იმედზე" - მთავარი აქცენტები

პუტინის მსგავსად, გაიმეორა, რომ "დედა დედა და მამა - მამა" და ასევე შეპირდა ამომრჩეველს, რომ მომავალ არჩევნებზე პირადად უზრუნველყოფს, რომ ქვეყანში კარგი ოპოზიციური პარტიები გვყავდეს

"დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს" - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

რეზოლუცია კვლავ იმეორებს ჰუმანიტარულ საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის მყისიერ და უპირობო გამოშვების მოთხოვნას

მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

იმპიჩმენტის ხელახლა დაწყების მიზეზია სალომე ზურაბიშვილის "საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე

პრემიერი: ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალური ომის პარტიასთანაც

კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმაზე, რომ მას აშშ-ში დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურდა

"ცეცხლის წვიმა" და "კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლება" - ოცნებამ ივანიშვილის წერილი გამოაქვეყნა

"ნაცმოძრაობის გასამართლება, ქვეყნის გაერთიანება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და ეკლესიის როლის გაძლიერება"

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა