მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

მიხეილ სააკაშვილი: მე ეჭვი არ მეპარება, რომ კალაშოვი საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს

"ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, კალაშოვი საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ბედავდა"

გია ხუხაშვილის მოსაზრება: სააკაშვილმა ცოტა ხანი თავი დაგვანებოს, წიგნი დაწეროს

"ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა აქტივი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის შეწყალება მოითხოვოს"

მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა, ნავალნის სახით, მოიშორა ნომერ პირველი მტერი – მეორე მის ხელშია და მე ვარ

"სწორედ ნავალნიმ გამოხატა სოლიდარობა მისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ"

"სერიოზული ხარვეზები" - რა წერია წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში "ვივამედისა" და სააკაშვილის შესახებ

დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები

ნაციონალური მოძრაობა დაიშალა

"სააკაშვილი დაღმავალი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში". რას ფიქრობენ ექსპერტები "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაზე

"სააკაშვილი აღარ იქნება ფაქტორი მომავალ არჩევნებზე. ის უკვე დაღმავალი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში"

20 წლის შემდეგ. როგორ აფასებენ "ვარდების რევოლუციას" ის ადამიანები, რომლებიც მის ავანგარდში იყვნენ

გიგა ბოკერია, თინა ხიდაშელი, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი - რა იყო რევოლუციის მთავარი მიღწევა და მთავარი ჩავარდნა

სააკაშვილი მთიან ყარაბაღზე

"საქართველოს ოკუპირებულმა ტერიტორიებმა დაკარგეს პარტნიორები" - სააკაშვილის კომენტარი მთიან ყარაბაღსა და რუბენ ვარდანიანზე

სააკაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ უკრაინელი მებრძოლები უკრაინაში საქართველოს საქმეს აკეთებენ

თავდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის თვითმფრინავით მგზავრობის ხელშეკრულებების "განსაიდუმლოება" დაიწყო

ამას უწყება "საზოგადოების მაღალი ინტერესით" ხსნის

მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, მოინახულოს ევროკავშირის სამედიცინო მისიამ

"გამოჯანმრთელება შემიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის დაწესებულებაში გადამიყვანენ"

სააკაშვილის ადვოკატი: სტრასბურგის პასუხი დროებით ღონისძიებას ეხება, საქმის განხილვა მიმდინარეობს

"ეს არ არის ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე"

იუსტიციის მინისტრი: ევროსასამართლომ სააკაშვილს უარი უთხრა სამკურნალოდ გადაყვანაზე

"სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა"

"ვუსურვებ ალექსეის გადარჩენას". სააკაშვილმა ნავალნის უპასუხა

ჩვენ ოპრივე პუტინისთვის მთავარი მტრები ვართ, წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუს ოპოზიციონერს

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა