თბილისის ქუჩებში მოქალაქეებს ვკითხეთ რა თანხა სჭირდებათ საშუალოდ თვეში, საქართველოში, ნორმალურად საცხოვრებლად. ასევე დავინტერესდით როგორია მათთვის “ნორმალური ცხოვრება”.
პასუხები განსხვავებულია. ახალგაზრდების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს თანხა ხუთიდან რვა ათას ლარამდე მაინც უნდა იყოს, ერთი ადამიანისთვის. საშუალო და უფრო მაღალი ასაკის ადამიანები ამბობენ, რომ ერთ ადამიანს ორი ათასი ლარიც ეყოფა. (შეგახსენებთ, საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია).
ასაკობრივად განსხვავებულია დამოკიდებულებაც შეკითხვაზე რა არის ნორმალური ცხოვრება. საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებისთვის, საჭმლის, წამლის და კომუნალურების ფული თუ გაქვს, უკვე ნორმალური ცხოვრებაა.
მათ ჩამონათვალში არ მოხვდა ისეთი მარტივი ჩვევები, როგორიცაა მეგობრებთან ერთად გასვლა კაფეში, რესტორანში ან ქალაქგარეთ. საყიდლები (შოპინგი). წელიწადში ერთხელ მაინც დასვენება და მოგაზურობა. ეს, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, უკვე “ფუფუნებაში ცხოვრებასთან” იგივდება.