სომხეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
55 წლის ქალბატონი და 73 წლის მამაკაცი ერევნის ინფექციურ საავადმყოფო „ნორკში“ კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა. ამრიგად სიკვდილის შემთხვევათა რიცხვმა სამს მიაღწია.
„ვწუხვარ, მაგრამ უკანასკნელი საათის განმავლობაში ნორკის ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტის სიკვდილი დადასტურდა. ესენი არიან 55 წლის ქალბატონი და 73 წლის მამაკაცი, რომლებსაც კორონავირუსის დიაგნოზი სხვა თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებთან ერთად ჰქონდათ. ექიმები ყველანაირად შეეცადნენ მათი სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეძლეს“… – თქვა ტოროსიანმა.
მანამდე გარდაიცვალა პირველი პაციენტი ქალბატონი, რომელიც 72 წლის იყო.
29 მარტის დილის მონაცემებით, სომხეთში სულ 424 დაინფიცირებულია. 30 ადამიანი უკვე განიკურნა და საავადმყოფოდან გაეწერა. დაახლოებით 600 ადამიანი კარანტინში იმყოფება.
კორონავირუსი, მსოფლიო: ფოტოები, და ფაქტები დღე-ღამის განმავლობაში
სომხეთი, კორონავირუსი: როგორ და რით ცხოვრობენ ადამიანები – ტელეფონით გამოიკითხა პრემიერ-მინისტრმა