"მთავარმა არხმა" და "იმედმა" არჩევნების წინ ბოლო სოციოლოგიური კვლევები გამოაქვეყნეს
არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ცნობილი ხდება “მთავარი არხის” დაკვეთით ჩატარებული, ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგები.
კითხვაზე – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – პასუხები ალოკაციის მიხედვით, ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 40%
- ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 33%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 7%
- ევროპული საქართველო – 7%
- ლელო – 4%
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- გირჩი – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2%
- ერთიანი საქართველო – 1%
- მოქალაქეები – 1%
- სხვა პარტიები – 1%
(ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას)
● Edison Research: მოსახლეობის 70%-ს კოალიციური მთავრობა ურჩევნია
● ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნების დღეს შეიარაღებული ამბოხებისთვის ემზადება
● კორონავირუსის გამო ათასობით ამომრჩეველი არჩევანს ვერ გააკეთებს
“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.
——————————————–
28 ოქტომბერს გამოქვეყნდა ასევე სახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული კვლევა, რომელიც Public Opinion Strategies-მა მოამზადა.
● ვინ რა თანხა მიიღო შემოწირულობის სახით წინასაარჩევნოდ
● პროსახელისუფლებო და ოპოზიციური წინასაარჩევნო კვლევების მიგნებები მნიშვნელოვნად განსხვავდება
კითხვაზე, დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, ვის მისცემდით ხმას – ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
● ქართული ოცნება – 56%
● ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 19,9%
● პატრიოტთა ალიანსი – 4,6%
● ახალი საქართველო – 4,5%
● ევროპული საქართველო – 4,3%
● ლელო – 3,9%
● გირჩი – 3,0%
● ლეიბორისტული პარტია“ – 2,2%,
● დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო – 1,6%
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, Public Opinion Strategies-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1518 რესპონდენტი გამოკითხა.