საქართველო: ვინ რა თანხა მიიღო შემოწირულობის სახით წინასაარჩევნოდ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. გზამკვლევი
არჩევნები საქართველოში: როგორ მუშაობს ადმინისტრაციული რესურსი
საარჩევნო უბნები საკარანტინე სივრცეებში თვითიზოლაციაში მყოფებისთვის – ცესკო-ს შეთავაზება
რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი
გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი
პირველ ადგილზე მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა” – მან 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში შემოსავლების სახით ჯამში 10 355 212 ლარი მიიღო.
აქედან საბიუჯეტო შემოსავალი 215 505 ლარია, ხოლო შემოწირულობების სახით პარტიამ 10 139 707 ლარი მიიღო.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი – 2 599 290 ლარის ოდენობის შემოსავალი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო. პარტიას აღნიშნულ პერიოდში საბიუჯეტო შემოსავალი არ მიუღია და ეს თანხა მთლიანად შემოწირულობებზე მოდის.
ოპოზიციური პარტიების შემოწირულობები ასე გამოიყურება:
● “ლელო საქართველოსთვის” – 2 599 290 ლარი
● „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 432 831 ლარი (აქედან 10 687 ლარი საბიუჯეტო შემოსავლების, ხოლო 2 295 309 ლარი შემოწირულობების სახით)
● „სტრატეგია აღმაშენებელი” – 2 420 318 ლარი (აქედან 26 813 ლარი საბიუჯეტო შემოსავლებია, ხოლო 2 150 505 ლარი შემოწირულობები)
● “პატრიოტთა ალიანსი” – 2 340 847 ლარი (აქედან 148001 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 1 886 805 ლარი შემოწირულობა)
● “ევროპული საქართველო” – 1 773 699 ლარი (აქედან 107 387 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 1 646 295 ლარი კი შემოწირულობა)
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყველა საარჩევნო სუბიექტმა (სულ 62 საარჩევნო სუბიექტი) 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსავლის სახით მიიღო 23 მლნ 846 ათას 652 ლარი
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია – ქვეყანა მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, ამიტომ ის, ვინც ამ არჩევნებს მოიგებს, იქნება ქვეყნის მმართველი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში.