პროსახელისუფლებო და ოპოზიციური წინასაარჩევნო კვლევების მიგნებები მნიშვნელოვნად განსხვავდება
31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, ხელისუფლების მიმართ ლოიალური და ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიგნებები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ძირითადი სხვაობა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” რეიტინგს ეხება.
კვლევითი კომპანიის IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე კვირაში რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხულთა 26.2% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 17.8% – „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ მისცემდა. აღნიშნული კვლევა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით მომზადდა.
დანარჩენ გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
- სტრატეგია აღმაშენებელი – 5.3%
- ევროპული საქართველო – 5.1%
- ლელო – 2.7%
- გირჩი – 2.7%
- ლეიბორისტული პარტია – 2.1%
- პატრიოტთა ალიანსი – 1.2%
- ერთიანი საქართველო – 0.7%
- მოქალაქეები – 0.5%
- სხვა პარტიები – 1.7%
- არ ვიცი / უარი პასუხზე – 34%
•არჩევნები საქართველოში: როგორ მუშაობს ადმინისტრაციული რესურსი
• რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი
IPSOS-მა ასევე გამოაქვეყნა ამავე კითხვაზე პასუხები ალოკაციის მეთოდით, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, და ეს მისი პასუხების ანალიზით დგინდება. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 40.3 (+3.1)%
- ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 31.2 (+4.0)%
- ევროპული საქართველო – 6.8 (-3.8)%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 6.8 (+0.7)%
- ლელო – 4.5 (-1.8)%
- გირჩი – 3.4 (+1.5)%
- ლეიბორისტული პარტია – 2.6 (+0.5)%
- პატრიოტთა ალიანსი – 1.5 (-0.6)%
- ერთიანი საქართველო – 1.2 (-0.6)%
- მოქალაქეები – 1.0 (-0.7)%
- სხვა პარტიები – 0.7 (-2.3)%
კვლევა 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. მეთოდოლოგიის ცდომილებაა +-2,5%-ი.
18 ოქტომბერს გამოქვეყნდა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს დაკვეთით, კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება “მთავარი არხის” დაკვეთით მომზადებული კვლევის მიგნებებისგან. კვლევის შედეგები შემდეგნაირად განაწილდა:
- „ქართული ოცნება“ -55,6%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -19,8%
- „ევროპული საქართველო“ -5,2%
- „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 5,1%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,8%
- „ლელო“ -3,1%
- „ლეიბორისტული პარტია“ -2,7%
- „გირჩი“ -2,1%
- „ერთიანი საქართველო:- 1,1%
- „თავისუფალი დემოკრატები“ – 0,2% სხვა -1,3%
კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ასევე გამოქვეყნდა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს დაკვეთით Edison Research-ის მიერ მომზადებულ კვლევაში პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქართული ოცნება – 36%;
- არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას – 24%;
- ენმ – ძალა ერთობაშია – 17%;
- ევროპული საქართველო – 5%;
- გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%;
- ლეიბორისტული პარტია – 3%;
- პატრიოტთა ალიანსი – 3%;
- გირჩი – 2%:
- ლელო – 2%;
- მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%
- ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;
- გამარჯვებული საქართველო – ირაკლი ოქრუაშვილი – 1%;
- სხვა პარტიები – 1%;