covid-19 წყალტუბოში - საქართველოში კორონავირუსის ახალი წითელი ზონა გაჩნდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 168 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა წყალტუბოში. covid-19 62 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მისი შვილი და მეუღლე კარანტინში გადაიყვანეს. ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 10 ადამიანი კი თვითოზოლაციაში იმყოფება.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- ვის და რა შემთხვევაში შეუძლია მანქანით გადაადგილება – გამონაკლისების სია
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
კორონავირუსი დაუდასტურდა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელსაც.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.