აფხაზეთში რუსეთიდან შესასვლელი ჩაიკეტა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
2020 წლის 28 მარტს, აფხაზეთმა რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მდინარე ფსოუზე ჩაკეტა, რათა თავიდან აიცილოს კორონავირუსის შეღწევა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ითვალისწინებს. ეს რეჟიმი 28 მარტს, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესდა.
ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
- 15 კილომეტრი ბავშვებითა და ჯვრებით კორონავირუსის წინააღმდეგ – მარში აფხაზეთში, ვიდეო
- აფხაზეთი კორონავირუსს მოუმზადებელი ხვდება
- კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
თუმცა, ადრე მიღებული უსაფრთხოების ზომები არ იძლეოდა მთელ მსოფლიოში მოდებული პანდემიისგან მოსახლეობის დაცვის გარანტიას, რადგან აფხაზეთს რუსი ტურისტების დიდი ნაკადი მიაწყდა. ამავდროულად, რუსეთში, ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების ათობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
25 მარტიდან, აფხაზეთში რუსეთიდან ტურისტული ჯგუფების შესვლა აიკრძალა, მაგრამ ამ ზომამ მხოლოდ უმნიშვნელოდ შეამცირა რუსეთიდან აფხაზეთში მიმავალი ხალხის რაოდენობა.
ამიტომ გადაწყდა, რომ სრულად დაიკეტოს აფხაზეთის საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჯერჯერობით 2020 წლის 20 აპრილამდე.
ამ პერიოდში, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ აფხაზეთში აკრედიტებული დიპლომატიური სამსახურების თანამშრომლებისთვის, აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებისა და ასევე, სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის.
უფრო ადრე ჩაიკეტა საქართველოში გადასასვლელი პუნქტი მდინარე ენგურზე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო