საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში 28 მარტიდან, თუმცა ჯერჯერობით ახალი შეზღუდვების გარეშე
27.03.2020
აფხაზეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი, 2020 წლის 28 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო.
თუმცა, გადაწყვეტილება პირობითი ხასიათისაა. პარლამენტმა ფაქტობრივად უფლება მისცა მთავრობას, ნებისმიერ დროს, როდესაც ამას სიტუაცია მოითხოვს, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მკაცრი პუნქტი, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი საგანგებო მდგომარეობის შესახებ.
- 15 კილომეტრი ბავშვებითა და ჯვრებით კორონავირუსის წინააღმდეგ – მარში აფხაზეთში. ვიდეო
- კორონავირუსი: გამოცხადდა პანდემია. რას ნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
- კორონავირუსის ტყვეები – მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
27 მარტის მონაცემებით, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გადაწყვეტილების მიღების დროს, მოქმედებს მხოლოდ ადრე მიღებული აკრძალვები:
- შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ მუშაობას აგრძელებენ ტაქსები შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მგზავრთა რაოდენობაზე.
- დახურულია ყველა სასწავლო დაწესებულება და საბავშვო ბაღები.
- დახურულია ყველა დაწესებულება და შეჩერებულია კერძო ბიზნესი მათ გარდა, რომლებიც მიჩნეულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად.
- დაკეტილია ყველა ტურისტული ადგილი და აკრძალულია ექსკურსიები.
- დაკეტილია ყველა რესტორანი და კაფე, მაგრამ დაშვებულია შეკვეთის სახლში მიტანის სერვისი.
- დახურულია ყველა მაღაზია, პროდუქტებისა და აფთიაქების გარდა. 24 საათში ერთხელ, ამ შენობების დეზინფექცია უნდა მოხდეს.
- ერთდროულად ერთ შენობაში ყოფნა ხუთ კაცზე მეტს არ შეუძლია.
- მოსახლეობას დაჟინებით ურჩევენ, სახლებში დარჩნენ და ქუჩაში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ.
ზოგიერთი შესაძლო შეზღუდვა, რომელსაც პარლამენტის მიერ დამტკიცებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ითვალისწინებს:
- შესვლასა და გასვლაზე სპეციალური რეჟიმის შემოღება;
- ცალკეულ მოქალაქეებს აეკრძალოთ დადგენილ დროს გარკვეული ადგილის, საკუთარი ბინის (სახლის) დატოვება;
- გააძევონ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევები, რომლებიც იმ ადგილის მცხოვრებლები არ არიან, მათ ხარჯზე;
- აიკრძალოს შეკრებების, მიტინგების, მსვლელობების, ასევე, სანახაობების, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება;
- დაუწესდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, ასევე, გადაიჭრას მათი ეკონომიკური საქმიანობის სხვა საკითხები;
- სახელმწიფომ გამოიყენოს მათი რესურსი საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად და გასამკლავებლად;
- აკრძალოს გაფიცვების ჩატარება;
- შემოიღოს კარანტინი;
- შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და განახორციელოს მათი ძებნა;
- დააწესოს კომენდანტის საათი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო