საქართველო: 5068 ახალი შემთხვევა. ახალი რეკორდი პანდემიის დაწყების დღიდან
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც 808-ით მეტია წინა დღესთან შედარებით და ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. ყველაზე მეტი, თითქმის 2 ათასი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში (1 959), შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი ათასამდე შემთხვევით (980).
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. 2336 განიკურნა.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 152 704
აქედან:
● გარდაცვლილი – 1425
● გამოჯანმრთელებული – 126 904
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 20 39
28 ნოემბრიდან საქართველოში ნაწილობრივ ლოქდაუნი მოქმედებს. არ მუშაობს ტრანსპორტი, საბიუჯეტო თუ კერძო ორგანიზაციების უმრავლესობა მუშაობს დისტანციურად, დაკეტილია კაფეები, რესტორნები მაღაზიები. მუშაობს მხოლოდ სასურსათო და ჰიგიენის მაღაზიები. საღამოს 21:00 საათიდან კი, ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია:
თბილისი – 1 959
აჭარა – 483
იმერეთი – 980
ქვემო ქართლი – 296
შიდა ქართლი – 222
გურია – 122
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 408
კახეთი – 335
მცხეთა-მთიანეთი – 130
სამცხე-ჯავახეთი – 114
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19
სულ 6 ოქტომბრიდან-27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 623 პირი.