ოპოზიცია საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა
ოპოზიციის ნაწილი თბილისის ორი ოლქში – დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეჯერდა. დიდუბე-ჩუღურეთში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს ოლქში კი “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი.
თბილისის ექვს ოლქში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.
ესენი არიან:
ვაკე – ელენე ხოშტარია
გლდანი – ნიკა მელია
ისანი – გიორგი ვაშაძე
სამგორი – ლევან ხაბეიშვილი
მთაწმინდა/კრწანისი – შალვა შავგულიძე
ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი
• რაზე შეთანხმდნენ 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება. რას ნიშნავს მოდელი 120/30?
• “ოცნების არჩევნები” – მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოში არსებული 30 საარჩევნო ოლქიდან 8 თბილისზე მოდის.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.