“ოცნების არჩევნები” - მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
“ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:
თბილისში:
მთაწმინდა-კრწანისი – ბექა ოდიშარია;
ვაკე – ნოდარ ტურძელაძე;
საბურთალო – დავით სერგეენკო;
ისანი – კახი კახიშვილი;
სამგორი – სოზარ სუბარი;
დიდუბე-ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი;
ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი;
გლდანი – ლევან კობიაშვილი;
რეგიონებში:
თელავის, ახმეტის, ყვარელი, ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი;
გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი – დავით სონღულაშვილი;
რუსთავი-გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე;
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – შალვა კერესელიძე;
მარნეული-გარდაბანი – ზაურ დარგალი;
ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა – გოგი მეშველიანი;
გორი, კასპი – გიორგი ხოჯევანიშვილი;
ხაშური, ქარელი – ზაზა დუგლაძე;
ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა – ანტონ ობოლაშვილი;
ახალქალაქი, ნინოწმინდა – სამველ მანუკიანი;
ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია – გოჩა ენუქიძე;
საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე;
ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე;
სამტრედია, წყალტუბო, ვანი, ხონი – გივი ჭიჭინაძე;
ქუთაისი – ზაზა ლომინაძე;
ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური – ვასილ ჩიგოგიძე;
წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშა – ალექსანდრე მოწერელია;
ფოთი, ხობი, სენაკი – ირაკლი ხახუბია;
ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი;
ბათუმი – რესან კონცელიძე;
ქობულეთი – ზაალ მიქელაძე;
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო – ანზორ ბოლქვაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა და გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შეუძლია იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.
„ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა. პროგრესია პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები არ არსებობს. ბევრია იმისთვის გასაკეთებელი, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
“წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით” – ასე შეაფასა “ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარები “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.
„თუ ვინმეს უნდა, რომ წარმოიდგინოს წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით, აი, ეს იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს წარუმატებელი გუნდი შედგება: ყოფილი ჩინოვნიკ-ბიუროკრატებისგან, რომლებმაც 8 წლის განმავლობაში დააქციეს ქვეყანა; მდუმარე დეპუტატებისგან, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობის პერიოდში ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა; კორუმპირებული თუ სახელმწიფო ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენებისგან, რომელთა ერთადერთი ამოცანა საკუთარი ბიზნესისთვის სასარგებლო პროექტების შოვნაა“, – ამბობს გოცირიძე.
ამ დროისათვის ცნობილია ოპოზიციის მაჟორიტარი ექვსი კანდიდატი თბილისში: ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია, ხოლო სამგორში – ლევან ხაბეიშვილი.
ქუთაისში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სავარაუდოდ გრიგოლ ვაშაძე იყრის კენჭს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 30 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, 120-ს კი პროპორციული სისტემით.