საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევაა, ორივე თეთრიწყაროდან
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 495 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ის 1 ახალი შემთხვევა თეთრიწყაროში გამოვლინდა. მანამდე 8 დღის განმავლობაში აქ ვირსუსის გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფიცირებულია 79 წლის ქალი. ის თეთრიწყაროს საავადმყოფოს კლასტერს ეკუთვნის და covid-19-ის დადგენამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
- “კამერა გამოვრთე, ვითომ ინტერნეტმა გაჭედა” – ბავშვები ჰყვებიან, როგორ სწავლობენ და ცელქობენ ონლაინ-გაკვეთილებზე
ინფიცირებული 79 წლის ქალი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრებიც.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.