კორონავირუსი კავკასიაში. დაღესტანში, პნევმონიით თითქმის 700 ადამიანი გარდაიცვალა
-
სტატისტიკა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები18136189 სულ ინფიცირებულები6953 2744 472ახალი გარდაცვლილები0+3+5გარდაცვლილები123960 გამოჯანმრთელებულები4252 015 1 925 -
კიდევ სამი გარდაცვლილი აზერბაიჯანში
ეპიდემიის დაწყებიდან 39 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 136 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 3 274 შეადგინა.
მათგან 2 015 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები აზერბაიჯანში
4 მაისიდან, აზერბაიჯანში, ნაწილობრივ შემსუბუქდა საკარანტინო რეჟიმი, თუმცა, სრულად ის მხოლოდ 31 მაისს გაუქმდება.
პროვინციებში მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, გაიხსნა კაფეები, რესტორნები და პარკები.
დიდ ქალაქებში – ბაქოში, სუმგაითში, განჯასა და ლენქორანში – ძალაში დარჩა შეზღუდვები გადაადგილებაზე. ქუჩაში გასასვლელად, კვლავინდებურად საჭიროა საბუთი სამსახურიდან ან SMS ნებართვის მიღება, რომელიც დღეში სამი საათით გაიცემა.
მუშაობს ავტობუსები, მაგრამ დაკეტილია მეტრო. კაფე და რესტორნებიც კვლავინდებურად დახურულია. გაიხსნა მაღაზიები, ამუშავდა საპარიკმახეროები და სამუშაოს დაუბრუნდა საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი.
• ბაქოში კაფეებს, რესტორნებსა და პარკებს გახსნიან, და ქუჩაში გასვლა sms-ის გარეშე იქნება შესაძლებელი
-
რუსეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა
17 მარტის მდგომარეობით, რუსეთში დაფიქსირდა ინფიცირების 281 762 შემთხვევა.
მხოლოდ აშშ წინაა – 1,509,341 შემთხვევა.
ინფიცირებულთაგან, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთში 2,631 ადამიანი გარდაიცვალა.
მაგრამ ბევრს, რუსულ და საერთაშორისო მედიაში, ასევე ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ რუსულ ოპტიმისტურ სტატისტიკას შეიძლება ვენდოთ. იმ დროს, როდესაც COVID-19-ისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში მილიონ მოსახლეზე 300-დან 500 ადამიანამდე იღუპება, რუსეთში ეს მაჩვენებელი 18-ია.
-
კიდევ ხუთი გარდაცვლილი სომხეთში
ეპიდემიის დაწყებიდან 60 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 189 ადამიანი დაინფიცირდა.
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 4 472 შეადგინა.
მათგან 1 925 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები სომხეთში
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 13 ივნისამდე იმოქმედებს.
მაგრამ 4 მაისიდან უკვე მოიხსნა შეზღუდვები გადაადგილებაზე და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
დაშვებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქებსა და სოფლებს შორის, თუმცა, კვლავინდებურად აკრძალულია – დასახლების შიგნით.
-
covid-19-ის 18 ახალი შემთხვევა საქართველოში
17 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 695 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 425 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლნისსა და ზუგდიდში გამოვლინდა.
კარანტინი წარსულში რჩება, მაგრამ დაავადება – არა. „კვირა კავკასიაში“ JAMnews-ისგან
-
დაღესტანში, პნევმონიით თითქმის 700 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 40-ზე მეტი - ექიმი
დაღესტნის ჯანდაცვის მინისტრმა ჯამალუდინ გაჯიიბრაგიმოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რესპუბლიკაში, ეპიდემიის დაწყებიდან, პნევმონიით 657 ადამიანი გარდაიცვალა.
მისი თქმით, კორონავირუსით დაიღუპა 27 პაციენტი.
ჟურნალისტებსა და ბლოგერებს მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში, ყველა მათგანი კორონავირუსმა იმსხვერპლა. ასევე, ამბობენ, რომ ეს ციფრები ხელოვნურად არის შემცირებული და რეალური სიტუაცია კიდევ უფრო უარესია.
ოფიციალური ინფორმაციით, დაღესტანში, კორონავირუსით ინფიცირების 3 280 შემთხვევაა დაფიქსირებული. მაგრამ მინისტრმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში, პნევმონიის დიაგნოზით, 13 ათასზე მეტი ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში.
-
სტატისტიკა: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
ახალი ინფიცირებულები6158239სულ ინფიცირებულები6773 138 4 283ახალი გარდაცვლილები0+1+3გარდაცვლილები123655გამოჯანმრთელებულები419 1 9441 791 -
158 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში, სულ 3 138 შემთხვევაა
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 1 944 გამოჯანმრთელდა და 36 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან ბრძოლის ზომები აზერბაიჯანში
4 მაისიდან, აზერბაიჯანში, ნაწილობრივ შემსუბუქდა საკარანტინო რეჟიმი, თუმცა, სრულად ის მხოლოდ 31 მაისს გაუქმდება.
პროვინციებში მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, გაიხსნა კაფეები, რესტორნები და პარკები.
დიდ ქალაქებში – ბაქოში, სუმგაითში, განჯასა და ლენქორანში – ძალაში დარჩა შეზღუდვები გადაადგილებაზე. ქუჩაში გასასვლელად, კვლავინდებურად საჭიროა საბუთი სამსახურიდან ან SMS ნებართვის მიღება, რომელიც დღეში სამი საათით გაიცემა.
მუშაობს ავტობუსები, მაგრამ დაკეტილია მეტრო. კაფე და რესტორნებიც კვლავინდებურად დახურულია. გაიხსნა მაღაზიები, ამუშავდა საპარიკმახეროები და სამუშაოს დაუბრუნდა საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილი.
• ბაქოში კაფეებს, რესტორნებსა და პარკებს გახსნიან, და ქუჩაში გასვლა sms-ის გარეშე იქნება შესაძლებელი
-
რუსეთში, ოქროს საბადოში, კორონავირუსის აფეთქებაა - ერთდროულად 312 თანამშრომელი დაინფიცირდა, მიმდინარეობს სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობა
კრასნოიარსკის მხარეში, ოქროს საბადოზე, მთავარი პრობლემა საცხოვრებლის ნაკლებობაა. ათასობით ადამიანი საერთო საცხოვრებლის პრინციპით ცხოვრობს და ავადმყოფების ჯანმრთელებისგან გამოყოფის შესაძლებლობა არ არსებობს. არ არის შესაფერისი საავადმყოფო. ჯერჯერობით ავადმყოფები კარვებში მოათავსეს.
თავდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ სამხედრო ჰოსპიტალს ორ დღეში გახსნის. 16 მაისის მონაცემებით, რუსეთში, 272 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 2 537. ექიმები და ექსპერტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამბობენ, რომ სტატისტიკა ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს რეალობას.
-
უკვე 34 ადამიანია დაინფიცირებული სამხრეთ ოსეთში, მათ შორის ექიმები
კარანტინში 700 ადამიანია, ყველა მათგანი დაბრუნდა სახლში რუსეთიდან, სადაც სწავლობს ან მუშაობს.
პირველი შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ ოსეთში 6 მაისს.
2020 წლის მარტის ბოლოდან სამხრეთ ოსეთში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და ბევრი კომპანია დაიხურა. 5 აპრილიდან მთლიანად დაიხურა საზღვრებიც.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გადმოყვანილი 80 ადამიანი მკურნალობს თბილისსა და სხვა რეგიონებში.
-
უკვე 55 გარდაცვლილი სომხეთში, დაავადების ახალი აფეთება - 239 შემთხვევა ერთ დღეში
ეპიდემიის დაწყებიდან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ – 4 283 შეადგინა.
მათგან 1 791 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები სომხეთში
საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 13 ივნისამდე იმოქმედებს.
მაგრამ 4 მაისიდან უკვე მოიხსნა შეზღუდვები გადაადგილებაზე და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
დაშვებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქებსა და სოფლებს შორის, თუმცა, კვლავინდებურად აკრძალულია – დასახლების შიგნით.
• რატომ აღმოჩნდა სომხეთი რეგიონული ლიდერი ინფიცირებულთა რიცხვით?
-
covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა საქართველოში
16 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 677 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 419 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის ზონად კვლავ ბოლნისის მუნიციპალიტეტი რჩება.
• 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა