ბაქოში კაფეებს, რესტორნებსა და პარკებს გახსნიან, და ქუჩაში გასვლა sms-ის გარეშე იქნება შესაძლებელი
18 მაისიდან აზერბაიჯანში ბევრ საკარანტინო შეზღუდვას მოხსნიან.
ბაქოსა და კიდევ რამდენიმე მსხვილ ქალაქში:
- გაიხსნება კაფეები და რესტორნები, მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ 18:00-მდე იმუშავებენ;
- გაიხსნება პარკები და სკვერები;
- მოიხსნება მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა – ქუჩაში გასასვლელად საჭირო აღარ იქნება სამსახურიდან ცნობა ან ხელისუფლებისგან sms-ნებართვის მიღება.
ქვეყნის სხვა რეგიონებში ყველა ეს აკრძალვა ჯერ კიდევ 4 მაისამდე მოიხსნა.
ამავდროულად მთელ ქვეყანაში:
- გაიხსნება მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები;
- 65 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანებს სახლიდან გასვლა კვლავ შეეძლებათ.
საზღვრები ისევ დაკეტილი იქნება, ქალაქ ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანსა და აფშერონის ნახევრკუნძულზე შესვლა აკრძალულია, აკრძალულია ქორწილები, ქელეხები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, დაკეტილია სპორტული დარბაზები და სავაჭრო ცენტრები.
ბოლო ხანს აზერბაიჯანში დაინფიცრების ახალი შემთხვევების მაღალი სტატისტიკა შეინიშნება. 15 მაისს გამოვლენილია 101 ახალი შემთხვევა, და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 53 ადამიანი.
ამრიგად, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2980 ადამიანს, რომელთაგან 36 გარდაიცვალა, ხოლო 1886 გამოჯანმრთელდა.
დაინფიცირების შემთხვევათა ნახევარზე მეტი ბაქოზე მოდის.