კორონავირუსი კავკასიაში: 10-12 აპრილი, 2020
-
აზერბაიჯანში 40 ახალი შემთხვევა, სულ 1,098
მათგან 250 გამოჯანმრთელდა, 11 – გარდაიცვალა.
აზერბაიჯანში გაძლიერებული კარანტინის რეჟიმია დაწესებული. დაკეტილია მეტრო, თუმცა, დადის ავტობუსები. მუშაობა შეჩერებული აქვს საწარმოების, ოფისების, რესტორნებისა და მაღაზიების უმრავლესობას, სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა.
მოსახლეობისგან სახლში ყოფნას მოითხოვენ. 5 აპრილიდან შეზღუდვები წესდება გადაადგილებაზეც – შინიდან გამოსვლამდე, მოქალაქეებმა ამის შესახებ ხელისუფლებას SMS-ით უნდა შეატყობინონ.
კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეებს აჯარიმებენ.
-
სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა
სომხეთში, 12 აპრილს, ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 013 კაცს მიაღწია.
მათგან 197 გამოჯანმრთელდა, 13 – გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევები, სომხეთში დაწყებული უფრო მასობრივი ტესტირების შედეგად გამოვლინდა. 10 აპრილიდან, ქვეყანაში, დღეში ათასი და უფრო მეტი ტესტი ტარდება. მანამდე, დღე-ღამეში, 200-300 ტესტი კეთდებოდა.
-
ქობულეთის 4 სოფელი დაიკეტა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 17 ადამიანია დაინფიცირებული.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, ინფიცირებულებთან კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია.
კორონავირუსის პამდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა.
-
საქართველოში 19 ახალი შემთხვევა, სულ 252
კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. მათგან ერთი არასრულწლოვანია.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
• covid-19-ისგან გამოჯანმრთელდა ყველაზე მცირეწლოვანი პაციენტი საქართველოში. ის 2 წლის ბავშვია.
გამოჯანმრთელებულთა შორის არის 2 ორსული ქალიც.
კარანტინის რეჟიმშია 4929ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი.
-
მე-11 გარდაცვლილი აზერბაიჯანში. ინფიცირებულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა
67 ახალი შემთხვევა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1,058 მიაღწია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთაგან 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
-
მე-13 გარდაცვლილი და 40 ახალი შემთხვევა სომხეთში
ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 977 მიაღწია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთაგან 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
-
6 ახალი შემთხვევა, სულ 233 - კორონავირუსი საქართველოში
covid-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები ლენტეხსა და თერჯოლაში დაფიქსირდა. კორონავირუსით ახლად დაინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
კარანტინის რეჟიმშია 4672 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 54 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
• ლენტეხში კარანტინი გამოცხადდა. დეთალები
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
-
მეათე გარდაცვლილი და 65 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში
ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 991 მიაღწია.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთაგან 159 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
აზერბაიჯანში გაძლიერებული კარანტინის რეჟიმია დაწესებული. დაკეტილია მეტრო, თუმცა, დადის ავტობუსები. მუშაობა შეჩერებული აქვს საწარმოების, ოფისების, რესტორნებისა და მაღაზიების უმრავლესობას, სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა.
მოსახლეობისგან სახლში ყოფნას მოითხოვენ. 5 აპრილიდან შეზღუდვები წესდება გადაადგილებაზეც – შინიდან გამოსვლამდე, მოქალაქეებმა ამის შესახებ ხელისუფლებას SMS-ით უნდა შეატყობინონ.
კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეებს აჯარიმებენ.
-
ყარაბაღში ორი ახალი შემთხვევაა, სულ ხუთი ადამიანია დაინფიცირებული
ერთ-ერთი მათგანი – პირველი ინფიცირებულის, სოფელ მარიკის მცხოვრების ნათესავია.
მეორე – შაუმიანის რაიონის, სოფელ კარვაჩარის მკვიდრი
-
სომხეთში, ერთი დღის განმავლობაში, მეორე ადამიანი გარდაიცვალა, სულ 12 ადამიანი დაიღუპა
გარდაიცვალა მეთორმეტე პაციენტი. 81 წლის მამაკაცი. რომელსაც, ისევე, როგორც აქამდე გარდაცვლილ ყველა ადამიანს, თანმდევი დაავადებები აწუხებდა.
მათგან 149 გამოჯანმრთელდა.
-
მე-11-ე გარდაცვლილი სომხეთში და 16 ახალი შემთხვევა სომხეთში
ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 937 მიაღწია.
მათგან 149 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
-
13 ახალი შემთხვევა საქართველოში, 227 დადასტურებული
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 52 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 410 პირი.
განსაკუთრებით მძიმეა ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 2 პაციენტის მდგომარეობა. ორივე მათგანს პნევმონია აქვს, ერთ-ერთს კი პნევმონიასთან ერთად სეფსისიც.
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა