ქობულეთის 4 სოფელი დაიკეტა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 17 ადამიანია დაინფიცირებული. ეპიდემიოლოგების შეფასებით, ინფიცირებულებთან კონტაქტების წრე საკმაოდ დიდია. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა.
12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
სპეციალური რეჟიმის ფარგლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.
მოსახლეობას გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის შეეძლება – საკვების და წამლების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
მოსახლეობას აქვს უფლება, რომ სპეციალური რეჟიმის დაცვით საგაზაფხულო სამუშაოები აწარმოოს.
სოფლებში, ადგილობრივ მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.
- საქართველოში საგანგებო რეჟიმი გამკაცრდა. რა უნდა ვიცოდეთ
- ახლობლები რომ მირეკავდნენ, ზოგს ეტირებოდა – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი
- საქართველოში კორონავირუსზე პაციენტის შემოწმების წესი შეიცვალა: ვის გაუკეთებენ ტესტს?
- ირანი – ვირუსის პირველი კლასტერი საქართველოში. რა იქნება პანდემიის შემდეგ
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა. 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეული და ბოლნისი, ხოლო 10 აპრილიდან – ლენტეხი.