კორონავირუსი კავკასიაში. 26-28 მარტი, 2020
-
35 ახალი შემთხვევა სომხეთში, სულ - 407
ერევანში, ინფექციური ცენტრის რეანიმაციაში, 13 პაციენტი იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
კიდევ ორის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.
დანარჩენი 9 – სტაბილური.
28 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა. სომხეთში, ერთი პაციენტი 26 მარტს გარდაიცვალა.
-
საქართველოში, 5 ახალი შემთხვევაა
საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 90 ადამიანი.
მათ შორის 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
-
აზერბაიჯანში, მეოთხე გარდაცვლილი და 29 ახალი შემთხვევაა
ამრიგად, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 182 ადამიანია.
სულ 15 გამოჯანმრთელებულია
-
საქართველოში, 4 ახალი შემთხვევაა
საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 85 ადამიანი.
მათ შორის 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
-
სომხეთში, 43 ახალი შემთხვევაა
საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 372 ადამიანი.
28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
26 მარტს, სომხეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა.
-
აზერბაიჯანში 43 ახალი შემთხვევაა, საერთო ჯამში 165
ინფიცირებულია ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსით აზერბაიჯანში 3 ადამიანი გარდაიცვალა, 15 – გამოჯანმრთელდა
-
სწრაფი ტესტები, რომელიც საქართველომ შეიძინა, უხარისხოა
• ესპანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის მიერ წარმოებულ სწრაფ ტესტს კორონავირუსის აღმოჩენა ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 30%-ში შეუძლია
-
საქართველოში, 4 ახალი შემთხვევაა
საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 81 ადამიანი.
მათ შორის 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
• მძიმე რჩება ექვსი პაციენტის მდგომარეობა. მათ შორის ორი ხანდაზმულია
-
სომხეთში, 39 ახალი შემთხვევაა
საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 329 ადამიანი.
სომხეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა.
18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
-
ზუგდიდში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ პირბადეები დაარიგა
-
სომხეთში, კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში, კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა.
დაიღუპული 72 წლის მამაკაცია, რომელსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა ნიკოგოსიანმა განაცხადა.
საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 290 ადამიანი. 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
-
აზერბაიჯანში, მესამე გარდაცვლილი და 29 ახალი შემთხვევაა
ამრიგად, ოფიციალური ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 122 ადამიანია. ხუთი მოქალაქე გამოჯანმრთელდა და დღეს გაეწერა. სულ 15 გამოჯანმრთელებულია
-
მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყო
მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყო.
-
ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 77-მდე გაიზარდა
6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.
• კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252
• მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში (ფოტო)
-
სომხეთში, 25 ახალი შემთხვევაა
საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 290 ადამიანი.
ორი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ ფასდება. 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
16 მარტიდან, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
შეწყვეტილია ქალაქებს შორის სატრანსპორტო კავშირი, მოქალაქეები ვალდებული არიან სახლში დარჩნენ. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქუჩაში გასვლისას, ნებისმიერ ადამიანს თან უნდა ჰქონდეს პასპორტი და შევსებული სპეციალური ანკეტა, სადაც მითითებული იქნება, რა დროით და რა მიზნით იმყოფება პიროვნება სახლის გარეთ.
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა