მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გამოყენება დაიწყო
დღეიდან საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტების გამოყენებას იწყენებ.
პირველ ეტაპზე ამ ტესტებით მხოლოდ მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრებ მოსახლეობას შეამოწმებენ.
ეს ის რაიონებია, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებული რისკის ზონადაა გამოცხადებული და ჩაკეტილია კარანტინზე.
კორონავირუსის გამოსავლენი 1000 ცალი სწრაფი ტესტი საქართველოს ჩინეთმა აჩუქა. ამჟამად მარნეულსა და ბოლნისში სწორედ ამ ტესტებს გამოიყენებენ. ტესტის პასუხი 1,5 საათშია მზად.
უახლოეს დღეებში კი, საქართველოში კიდევ 215 ათას სწრაფ ტესტს ელოდებიან.
საქართველოს მთავრობამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან – Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან. 215 ათას სწრაფ ტესტში ქვეყანა 1 182 500 დოლარს იხდის.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- რა არის აგრესიული ტესტირება
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
ტესტები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.