კორონავირუსი არქივი- 28.03.2020 85-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში ჯემნიუსი თბილისი გაზიარება გაზიარება ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 28 მარტის დილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4641 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239. მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა. მათ შორის ორი ხანდაზმულია. ინფიცირებულთა შორის არის ერთი ორსული ქალი და 10 ბავშვი. მათგან ყველაზე მცირეწლოვანი 2 წლისაა. ყველა ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ექიმები ამბობენ, რომ ორსული ქალის შემთხვევაშიც მძიმე გართულებები არ უნდა იყოს. კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 4 შემთხვევიდან 2 საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება. ორივე ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერესა და ბათუმში მკურნალობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ასევე საკარანტინო სივრცეებიც. რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არამარნეული და ბოლნისი დაიკეტამარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.
პენიტენციურის ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალი წარუდგინეს. ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები და რა დგას ციხეში ძალადობის უკან
ზელენსკისა და ალიევის შეხვედრა. როგორ ცდილობს ბაქო უკრაინასთან თანამშრომლობისა და რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებას?
დუბლინში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა: რა სურს ლონდონს ბაქოსგან და რას იღებს ბაქო ლონდონისგან?
პენიტენციურის ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალი წარუდგინეს. ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები და რა დგას ციხეში ძალადობის უკან
ზელენსკისა და ალიევის შეხვედრა. როგორ ცდილობს ბაქო უკრაინასთან თანამშრომლობისა და რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებას?
პენიტენციურის ყოფილ ხელმძღვანელებს ბრალი წარუდგინეს. ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები და რა დგას ციხეში ძალადობის უკან
ჰიჯაბის გამო დაწყებული უთანხმოების შემდეგ ერდოღანი ბაქოში ჩადის. რა დათმობებზე წავიდა ანკარა და რას ითხოვს ბაქო?
სომხეთთან „ომი არ არის“, თუმცა აზერბაიჯანი სახელმწიფო ბიუჯეტის 20,8%-ს თავდაცვაზე გამოყოფს. რაში დაიხარჯება ეს თანხა?
მოსაზრება: რატომ ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და რუსეთის ძალოვანებს შორის შეთანხმება აფხაზეთის კანონმდებლობას
უსუფაშვილი: "თუ საკონსტიტუციო „ოცნების“ სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთი ამას ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს"