„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ პარლამენტის საქმიანობის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს პარლამენტში სიტყვის გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს.
ეს დეპუტატები არიან:
● ირაკლი აბუსერიძე ( “ქართული ოცნება”, მაჟორიტარი)
ამ დეპუტატებიდან ერთ-ერთი, ირაკლი ხახუბია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში.
ამავე პერიოდში, უმრავლესობიდან, ყველაზე მეტჯერ სიტყვით გამოვიდნენ დეპუტატები:
● ანრი ოხანაშვილი – 184 გამოსვლა
● სოფიო კილაძე – 99 გამოსვლა
● გუგული მაღრაძე – 88 გამოსვლა
ოპოზიციის წარმომადგენლებიდან, ყველაზე მეტჯერ სიტყვით გამოვიდა:
● ეკა ბესელია (დამოუკიდებელი წევრი) – 161 გამოსვლა
● ლევან გოგიჩაიშვილი (ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები”) – 121 გამოსვლა
● გიორგი ბოკერია (ფრაქცია „ევროპული საქართველო”) – 108 გამოსვლა
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიშის თანახმად, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს:
● დიმიტრი სამხარაძემ (“ქართული ოცნება”)
● რუსლან გაჯიევმა ( “ქართული ოცნება”)
● ივლიანე წულაიამ (“ქართული ოცნება”)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პარლამენტის საქმიანობის ანგარიში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.