თვითიზოლაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, იურიდიული პირი კი 15000 ლარით დაჯარიმდება
კარანტინის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 15 ათასი ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმეორდება, დამრღვევ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა, რაც სასჯელის სახით ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის თანახმად, კარანტინის წესს საქართველოს მთავრობა ინიციატივის მიღებიდან სამ დღეში დაამტკიცებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.
• გორი, ბათუმი, ქუთაისი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოს რეგიონების ცხოვრება
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• 14 მარტიდან საქართველო აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმოსვლას წყვეტს
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა