მათ ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ" />

აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს განაჩენი გამოუტანეს

მათ ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მასობრივი არეულობების მოწყობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის თოთხმეტ ადამიანს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა მიესაჯა, – იუწყება  Turan. საუბარია ქალაქ განჯაში გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომლის დროსაც პოლიციის ორი ოფიცერი მოკლეს. აქცია იმ ადამიანის დასაცავად იმართებოდა, რომელიც ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს თავს დაესხა.

• ოპოზიციური ვებგვერდის რედაქტორს 5-ნახევარი წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა  

• აზერბაიჯანში სამთვიანი პროტესტი შვიდი დაღუპული სამხედროს გამარჯვებით დაგვირგვინდა 

ბაქოში სასამართლო პროცესები  დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

რა მოხდა განჯაში?

 2018 წლის 3 ივლისს აზერბაიჯანის დასავლეთით მდებარე ქალაქ განჯაში  ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ელმარ ველიევზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იუნის საფაროვმა ველიევს და მის დაცვის წევრს ესროლა. ორივე მათგანი ცოცხალი გადარჩა, მსროლელი კი დააკავეს.

განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან იუნის საფროვის დასაცავად საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი „მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთებით“ იყვნენ შეიარაღებულები. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, ორი პოლიციელი მოკლეს.

13 ივლისს  დაკავებისას პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. დააპატიმრეს ასევე ათზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ბრალად საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ედებოდათ.

ვერსიები

ოფიციალური ვერსია:  იუნის საფაროვი და მის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეები – რელიგიური ფანატიკოსები არიან, ხოლო ველიევზე თავდასხმა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოწყობილი ტერორისტული აქტი იყო.

„სახალხო ვერსია“:  ელმარ ველიევი ქალაქის მაცხოვრებელთა მიმართ უხეშობას, სისასტიკესა და უსამართლობას იჩენდა, და მისი მოკვლის მცდელობა –  შურისძიების აქტი და ჩინოვნიკური თვითნებობის წინააღმდეგ ბუნტია.

რა ბედი ეწიათ დანარჩენებს

ელმარ ველიევი დაჭრის შემდეგ გამოჯანმრთელდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ის თანამდებობიდან მოხსნეს.

იუნის საფაროვი ციხეში იმყოფება, მის საქმეზე ისევ გამოძიება მიმდინარეობს.

აქციის რამდენიმე მონაწილისთვის განაჩენი აქამდე არ გამოუტანიათ.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ