პრეზიდენტის თქმით, შეპირებულ 11 ათას მანათს ყველა მიიღებს " />

კონფლიქტი აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და დაღუპული სამხედროების ოჯახებს შორის მთავრდება

პრეზიდენტის თქმით, შეპირებულ 11 ათას მანათს ყველა მიიღებს

დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის გამო დაწყებული ხანგრძლივი სკანდალი, როგორც ჩანს, მალე მოგვარდება. გასული წლის ოქტომბრიდან ყარაბაღის ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების 100-მდე ოჯახი მიტინგებს ატარებდა და კომპენსაციის გადახდას მოითხოვდა, მაგრამ ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებდა.

• დეტალურად ყარაბაღის ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ

28 იანვარს პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მომიტინგეთა წარმომადგენლებს შეხვდა და გამოაქვეყნა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ისინი ფულს მაინც მიიღებენ. ამის შესახებ, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებზე დაყრდნობით, სააგენტო Turan იუწყება.

კონფლიქტის არსი

2018 წლის აპრილში ილჰამ ალიევმა გასცა განკარგულება, რომ ყარაბაღის ომში დაღუპულებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის, კომპენსაციის სახით, 11 ათასი მანათი (დაახლოებით $64700 ) გადაეხადათ. ოქტომბერში გადახდა დაიწყო, და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 100 ოჯახი კომპენსაციას ვერ მიიღებდა, რადგან ხელისუფლების ვერსიით, მათ 90-იანი წლების დასაწყისში კომპენსაცია უკვე მიიღეს. თავად დაღუპულთა ნათესავები ირწმუნებიან, რომ ეს ასე არ არის. საკუთარი სიმართლის დასაცავად მათ პრეზიდენტის აპარატისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წინ ყოველკვირეულად მიტინგების გამართვა დაიწყეს. თუმცა, აქამდე ამ მიტინგებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერ არ არსებობს.

ყარაბაღის ომი (1992-1994) – მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის აქტიური ფაზაა. ოფიციალური მონაცემებით, მაშინ აზერბაიჯანის მხრიდან 11 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ