ოკუპაციის შესახებ ქართული კანონი - როგორც პრო-რუსული აქცია" />

მოსაზრება: ქართულ-აფხაზური ჩიხი

ოკუპაციის შესახებ ქართული კანონი - როგორც პრო-რუსული აქცია

ფოტო: იბრაგიმ  ჭკადუა, JAMnews

საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის თაობაზე თუნდაც ზეპირსიტყვიერი ერთობლივი განცხადების მიღება არ მოხერხდა. თბილისი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი – „ოკუპირებული ტერიტორიაა“, და შესაბამისად, კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს, ამიტომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება რუსეთმა უნდა აიღოს.  

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არსებობს.

• გამყოფი ზოლი. საუკუნის მეოთხედი აფხაზეთის ომის შემდეგ

თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

სირიამ აფხაზეთი რუსეთისადმი მადლიერების გრძნობის გამო აღიარა. მაგრამ როგორ დაეხმარება ეს აფხაზეთს განვითარებაში?

საკუთრივ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი როგორც არ უნდა შეიცვალოს, ის თეზისი, რომ  საქმე მხოლოდ კრემლშია, არავითარ რედაქტირებას არ ექვემდებარება.

ემოციური სააკაშვილის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ცივსისხლიანმა ბიძინა ივანიშვილმა თავის „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ „დაკანონებულ“ მითში ასევე არანაირი ცვლილება არ შეიტანა.

ედეგად, თბილისმა ეროვნული ამპარტავნება დაიოკა – და საკუთარი ნებით, და როგორც ჩანს, სამუდამოდ უარი განაცხადა აფხაზებთან კონფლიქტის მოგვარებაზე. აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადეს – მაგრამ რატომღაც, სანქციები აგრესორის წინააღმდეგ კი არა, მსხვერპლის წინააღმდეგ დააწესეს, ანუ – საკუთრივ აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების.

უნდა ვაღიაროთ, რომ გაწკეპვლის სანაცვლოდ მიღებული თაფლკვერები საკმარისი აღმოჩნდა. მაგრამ, გაირკვა, რომ ამ თაფლკვერებიდან რეალური მოთხოვნა  მხოლოდ ერთზეა  – საქართველოს კლინიკებში აფხაზების უფასო მკურნალობაზე და ერთადერთ მიზანს ისახავს: აფხაზეთის საქართველოს მხარეს გადაბირებასა და რუსეთისთვის ზურგის შექცევას.

ამ პოლიტიკას განსაკუთრებული ეფექტი არ მოჰყოლია. ის აფხაზებიც კი, რომლებიც იძულებით საქართველოს კლინიკებში დადიან სამკურნალოდ, როგორც წესი, დიდად მადლიერები არ არიან, ალბათ ფიქრობენ: „სისხლი გამოგვწოვეს და ახლა გვიმკურნალონო“.

მეათე წელია, რაც ოკუპაციის შესახებ კანონი მოქმედებს და უკვე ამ პოლიტიკის შუალედური შეფასებაც შეიძლება: აფხაზეთის დაბლოკვისთვის ამდენი ენერგიისა და საკუთარი თუ სხვისი ფულის დახარჯვის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთი ერთი მილიმეტრითაც კი ვერ დაიახლოვა.

პირიქითაც კი მოხდა. მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტრუმენტების საშუალებით აფხაზეთი ერთგვარ რეზერვაციად ქცეულიყო, აფხაზები საქართველოსკენ მიბრუნებულიყვნენ და რუსეთი დაევიწყებინათ, ჩაიშალა.

ჯერ კიდევ ახლახან, აფხაზეთის დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ამბობდა: ხვალ, ან უკიდურეს შემთხვევაში, ზეგ. მაგრამ ახლა, არც ერთ გონიერ ქართველ პოლიტიკოსს ან ექსპერტს რაიმე კონკრეტულ ვადაზე სიტყვა არ დასცდება. ეს ვადა უბრალოდ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს.   

აქართველოსთვის „ოკუპაციის“ ცნების აკვიატების კიდევ ერთი მიზეზია რუსეთის წყენინება. მასთან საქართველოს დიდი ხნის ანგარიშები აქვს – და დასავლეთმაც, როდესაც ახალი „ცივი ომი“ რეალობად იქცა, სიამოვნებით მიიღო აფხაზეთის იზოლაციის ეს გეგმა – დიდხანს ხვეწნა არ დასჭირვებიათ. ოფიციალურად ამგვარი პოლიტიკა „ანტირუსული ზომების“ პაკეტში სრულიად ეწერება.

თუმცა, ოკუპაციის შესახებ კანონს საღად თუ შევხედავთ და მოვლენებს ისე კი არ დავინახავთ, როგორც გვსურს, არამედ ისე – როგორც არის, გაირკვევა, რომ ეს კანონი ანტირუსული კი არა, ყველაზე უფრო პრო-რუსული აქციაა.

ამ კანონით აფხაზეთის გარე სამყაროსგან სრული იზოლირება ვერ მოხერხდა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და აფხაზების არამხოლოდ დაცვის, არამედ მათ განვითარებაში დახმარების გაწევის გარანტიაც აიღო. ამით ის ავტომატურად იქცა მათთვის დანარჩენი სამყაროსკენ გაჭრილ სარკმელად – თუნდაც ეს სამყარო მთელი დედამიწის ხმელეთის ერთი მეექვსედით შემოიფარგლებოდეს.

ამ ათი წლის განმავლობაში აფხაზეთმა არამხოლოდ საქართველოსთან ახალი ომის წინააღმდეგ უსაფრთხოების საკითხი გადაჭრა – ის რუსულ სივრცეში ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად იმდენად ინტეგრირებული აღმოჩნდა, რომ წინ შეიძლება მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყოს.  

სტატია მომზადებულია სოხუმელი კორესპონდენტის მიერ. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ