ჟურნალ „ეკონომისტის“ ყოველწლიური „დემოკრატიის ინდექსი“. როგორ გამოიყურება მასში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები? " />

დემოკრატიის ინდექსი – 2018: სომხეთი წინ მიიწევს, საქართველო პოზიციებს თმობს

ჟურნალ „ეკონომისტის“ ყოველწლიური „დემოკრატიის ინდექსი“. როგორ გამოიყურება მასში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები?

სომხეთი წინ მიიწევს, საქართველო პოზიციებს თმობს, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა – ავტორიტეტული საერთაშორისო „დემოკრატიის ინდექსის“ თანახმად სწორედ ასე გამოიყურება 2018 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესი.

ინდექსს ყოველწლიურად ჟურნალი „ეკონომისტი“ ითვლის და ის მსოფლიო ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეიტინგია. სწორედ მას ეყრდნობიან ინვესტორები გადაწყვეტილების მიღების დროს.

ცოტა ვრცლად ამ დასკვნების უკან მდგომი პროცესების შესახებ.

• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?

• საქართველო 2018. წლის ათი მთავარი მოვლენა

• რაში დახარჯავენ ფულს 2019 წელს საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი?

საქართველო

საქართველომ, რომელიც კავკასიის ქვეყნებს შორის დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა ამ სიას, 2018 წელს რეიტინგში 11 პოზიცია დაკარგა და 78-დან 89-ე ადგილამდე დაეშვა.

უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში საქართველოს რეიტინგი განუხრელად იზრდებოდა და 25 პოზიციით დაწინაურდა. მიღწეულის თითქმის ნახევრით ვარდნა კი, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზულ სიგნალად ჩაითვალოს.

ჟურნალ „ეკონომისტის“ ანალიტიკოსები ამას პოლიტიკაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასა და, მასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას უკავშირებენ.

ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ მთავარი ფაქტორი, რომელმაც რეიტინგში საქართველოს ვარდნა გამოიწვია – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფაქტობრივად ამომრჩეველთა მოსყიდვა გახდა. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ზუსტად არჩევნების წინ დაჰპირდა მოქალაქეებს საბანკო ვალების ჩამოწერას.

• ვალები მეც ჩამომეწერება? “შავი სიიდან” სამუდამოდ წავიშლები? ყველაფერი ვალების “განულების” ახალ პროგრამაზე

„ის ფაქტი, რომ საქართველოში დემოკრატიის ინდექსი დაეცა, ამ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი იყო… ნათელია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონის შეფასების ინდიკატორები გაუარესდება“, – განუცხადა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს პოლიტოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გია ნოდიამ.

სომხეთი 

2018 წლის რეიტინგში შესამჩნევ წინსვლას მიაღწია სომხეთმა. ის 111-დან 103-ე ადგილამდე აღზევდა.

• 2018 წლის შვიდი მნიშვნელოვანი მოვლენა სომხეთისთვის

• ბიზნესი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს – რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პირველ 100 დღეში

• 2018 წლის შვიდი მნიშვნელოვანი მოვლენა სომხეთისთვის

„ეკონომისტის“ ანალიტიკოსების აზრით, ეს იმის გამო მოხდა, რომ 2018 წლის აპრილში, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად ქვეყანაში რეფორმებზე ორიენტირებული ხელისუფლება მოვიდა.

ამასთან ერთად, ანგარიშში ნათქვამია, რომ „მეზობელ აზერბაიჯანთან სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები გამორიცხული არაა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა“.

• ინტერვიუ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლესთან, ანა აკოპიანთან

აზერბაიჯანი

„ეკონომისტის“ რეიტინგში აზერბაიჯანმა ერთი პოზიცია დაკარგა და 148-დან 149-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამასთან ერთად, „ავტორიტარული სახელმწიფოების“ ჯგუფში დარჩა.

• რატომ გამოაცხადა და შემდეგ რატომ შეწყვიტა მეჰმან გუსეინოვმა შიმშილობა

2018 წლის შვიდი მთავარი მოვლენა აზერბაიჯანში

ვინ არიან აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების „უჩინარი პერსონაჟები“

„ეკონომისტის“ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავარი მიზეზი არჩევნებზე მომხდარი დარღვევები გახდა, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი მეოთხედ გახდა ილჰამ ალიევი. ასევე, ისინი საუბრობენ ეკონომიკაში კონკურენციის არარსებობაზე.

მიუხედავად ამისა, ისინი ვარაუდობენ, რომ 2019 წელს ნავთობზე მაღალი ფასის გამო აზერბაიჯანის ბიუჯეტს მცირედი პროფიციტი ექნება.


ასევე წაიკითხეთ