სკანდალი ციხეში აზერბაიჯანელი ბლოგერის ირგვლივ" />

რატომ გამოაცხადა და შემდეგ რატომ შეწყვიტა მეჰმან გუსეინოვმა შიმშილობა

სკანდალი ციხეში აზერბაიჯანელი ბლოგერის ირგვლივ

სიტუაციას აზერბაიჯანელი ბლოგერის, მეჰმან გუსეინოვის ირგვლივ, რომელიც, უკვე ორი წელიწადია, პოლიციის მიმართ ცილისწამების გამო, ციხეში იმყოფება, აზერბაიჯანის საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია მოჰყვა.

2019 წლის მარტში მისი პატიმრობის ვადა იწურებოდა, მაგრამ მას ახალი ბრალდება წაუყენეს – დაცვის წევრზე თავდასხმა. პროტესტის ნიშნად, ახალი წლის წინ, 26 დეკემბერს გუსეინოვმა შიმშილობა გამოაცხადა. მის დასაცავად საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი გამოვიდა, იყო ქუჩის პროტესტები, რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს.

7 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი ტელეფონით დაუკავშირდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს მაჰმუდ მამედგულიევს და ბლოგერის დასაცავად გამოვიდა.

იმავე საღამოს მეჰმან გუსეინოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მას კუჭის ტკივილი დაეწყო, და ექიმის რჩევით, მან რძისა და რძის თხევადი პროდუქტების მიღება დაიწყო.

ვინ არის მეჰმან გუსეინოვი

26 წლის მეჰმან გუსეინოვი – პოპულარული ონლაინ-ვიდეოარხისა და Facebook-გვერდის „სანჯაკი“ („ქინძისთავი“) წამყვანია, ასევე ის არის უფლებადამცავი ორგანიზაციის „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. თავის ვიდეოსიუჟეტებში ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

გუსეინოვს 2017 წლის მარტში, ბაქოს რაიონული სამმართველოს უფროსის მისამართით ცილისწამების ბრალდებით, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბლოგერი პოლიციელებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. შემდეგ ის გამოუშვეს და მან ჟურნალისტებს უამბო, რომ მას იქ აწამებდნენ. სწორედ ეს სიტყვები მიიჩნია სასამართლომ ცილისწამებად, რის შემდეგაც გუსეინოვს ორი წელიწადი მიესაჯა.

ახალი ბრალდება ის არის, რომ ბლოგერმა იუსტიციის ლეინტენანტს ალი აბდალოვს სცემა, და ამას, შესაძლოა, მეჰმან გუსეინოვისთვის პატიმრობის ახალი ვადა მოჰყვეს – ამჯერად 6 ან 7 წელიწადი ციხეში. თავად ბლოგერი ამ ბრალდებას სრულად უარყოფს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International გუსეინოვი „სინდისის პატიმრად“ აღიარა. ადგილობრივმა უფლებადამცავებმა მისი სახელი პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიტანეს.

საპროტესტო აქციები

ჟურნალისტებმა და პოლიტიკურმა აქტივისტებმა მეჰმან გუსეინოვის მხარდასაჭერად – 3 და 6 იანვარს ორი აქცია გამართეს. დააპატიმრეს შვიდი ადამიანი, რომლებსაც სამი კვირით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ, რამდენიმე კი დააჯარიმეს.

მაგრამ მთლიანობაში აქციები არცთუ მრავალრიცხოვანი იყო, და პოლიციამ ისინი სწრაფად დაშალა.

• წითელი ხაზი — სად გადის ის ჟურნალისტებისთვის აზერბაიჯანში

• აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების დედები ჰყვებიან, თუ რატომ მოხვდნენ მათი ვაჟები ციხეში

პოლიტიკოსების რეაქცია

მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ აღმსარულებელი მდივნის მოადგილემ, პარლამენტის დეპუტატმა სიავუშ ნოვრუზოვმა განაცხადა, რომ მეჰმან გუსეინოვის დამცავი კამპანიის მიზანია აზერბაიჯანზე ზეწოლა, ხოლო თავად მეჰმანის საქმიანიობა „ხალხში ჩვენი ქვეყნის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებისკენ“ არის მიმართული. მსგავსი სულისკვეთება კიდევ რამდენიმე დეპუტატმა გამოხატა.

პარტია „მუსავათისა“ და „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ შვიდმა აქტივისტმა მეჰმანისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს ლიდერი ილგარ მამედოვი, რომელიც სულ ახლახან თავად იდგა აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სიის სათავეში, აქტიურად უჭერს მხარს სოციალურ ქსელებში მეჰმანის მხარდამჭერ კამპანიას.

საზოგადოების რეაქცია

მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდულმა გაერთიანებამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა კარიკატურა, რომლის აზრიც ის არის, რომ სინამდვილეში მთელი ამ დროის განმავლობაში მეჰმანი ნორმალურად იკვებებოდა, შიმშილობა კი – სიცრუეა.

ეს იყო ერთგვარი რეაქცია იმაზე, რომ სოციალური ქსელებში ქვეყნდება მრავალი შეტყობინება ჰეშთეგით #freeMehman. ისინი ჩნდება, მათ შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების კომენტარებშიც, თუმცა მოდერატორები მათ სწრაფადვე შლიან.

სოციალური ქსელებში ასევე გაჩნდა სწორედ იმ ლეიტენანტის – ალი აბდალოვის ფოტოები, მისამართი და ტელეფონი – რომელმაც მეჰმანი ცემაში დაადანაშაულა. კომენტარებში აბდალოვის დასჯის მოწოდებები გაისმოდა.

8 იანვარს საგამოძიებო იზოლატორში მეჰმანის მოსანახულებლად ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დაიწყეს მისვლა.

გაზეთმა Washington post-მა გუსეინოვს სპეციალური პუბლიკაცია მიუძღვნა და აზერბაიჯანის ხელისუფლება მკვეთრად გააკრიტიკა.

ბერლინში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა რეპერმა ჯალალ ალიმ მეჰმანს მიუძღვნა სიმღერა – ის სარკასტულად მიმართავს აზერბაიჯანის ვიცე- პრეზიდენტსა და პირველ ლედის მეჰრიბან ალიევას, რათა მან „თავისი ფარა უკან გაიხმოს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ