შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზოგიერთმა მათგანმა ოთხმოცდაათიან წლებში კომპენსაცია უკვე მიიღო " />

აზერბაიჯანში ყარაბაღის ომში დაღუპულთა ოჯახებს დაზღვევის გადახდაზე უარს ეუბნებიან

შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზოგიერთმა მათგანმა ოთხმოცდაათიან წლებში კომპენსაცია უკვე მიიღო

პრეზიდენტის ამ წლის აპრილის ბრძანებულების თანახმად, დაღუპულთა ოჯახებმა, ერთჯერადი დახმარების სახით, 11 ათასი მანათი (დაახლოებით 6470 დოლარი) უნდა მიიღონ.

მაგრამ სამინისტრო ირწმუნება, რომ ბევრმა მათგანმა 90-იან წლებში კომპენსაცია უკვე მიიღო, და ესე იგი, მათ ფული აღარ ეკუთვნით.

ყარაბაღის ომი (1992-1994) – მთიანი ყარაბღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის აქტიური ფაზაა. ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანული მხრიდან მაშინ 11 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ზოგიერთი დაღუპულის ოჯახი, თვის მხრივ, ამბობს, რომ მათ მაშინ არავითარი ფული არ მიუღიათ. მართალია, სამინისტრო საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას ეტყობა არ ჩქარობს. საბოლოოდ, ყარაბაღის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებმა მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტი) შენობის წინ აქცია ჩაატარეს, და საკითხი პლენარულ სხდომაზე მოხვდა.

დეპუტატი ფაზილ მუსტაფა შექმნილ სიტუაციაში იმ სახელმწიფო სტრუქტურებს ადანაშაულებს, რომელთა გამოც მოქალაქეებს თავად უწევთ იმის მტკიცება, აღებული ჰქონდათ თუ არა ის ფული:

„ეს არასწორი მიდგომაა. ამ სტრუქტურებს თავისი არქივი უნდა ჰქონდეს. მათ თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ და მომჩივანები მილი მეჯლისში გააგზავნონ. შესაძლოა, ამ ადამიანების რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ მათ უკმაყოფილებას რეაგირება უნდა მოჰყვეს. შეიძლება რომელიმე მათგანი არ არის მართალი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველაფერში უნდა გაერკვეს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ