ისინი იმ ძალოვანების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც მათი ნათესავები ციხეში აწამეს " />

აზერბაიჯანის ქალაქ განჯის მოსახლეობა საპროტესტო აქციას ბაქოში მართავს

ისინი იმ ძალოვანების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც მათი ნათესავები ციხეში აწამეს

აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში არეულობის მოწყობისთვის დაკავებული ახალგაზრდების ახლობლები დედაქალაქში ჩავიდნენ, რათა საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ გაემართათ. ისინი იმ ძალოვანების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც დაკავებულები აწამეს.

პოლიციამ აქცია დაშალა, მისი რამდენიმე მონაწილე და ოთხი ჟურნალისტი კი დააპატიმრა. ამის შესახებ, სააგენტო Turan-ი უფლებადამცველ ოგტაი გულალიევის სიტყვებზე დაყრდნობით წერს. რამდენიმე საათის შემდეგ, სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს.

რა მოხდა განჯაში

2018 წლის 3 ივლისს, ქალაქ განჯაში თავდასხმა მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარე ელმირ ველიევზე. ადგილობრივმა მცხოვრებმა იუნის საფაროვმა ველიევსა და მისი დაცვის წევრს ესროლა. ორივე გადარჩა, თავდამსხმელი კი დააპატიმრეს.

• დეტალურად განჯაში მომხდარ თავდასხმასა და მის შედეგებზე

• პოლიტიკური პატიმრების შეწყალება აზერბაიჯანში: რას ნიშნავს და რას ცვლის?

10 ივლისს, განჯაში, აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ, იუნის საფაროვის დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. ადგილზე 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. ორი პოლიციელი გარდაიცვალა.

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ადამიანი, რამდენიმე დღეში, დაკავებისას დაიღუპა, მეორე კი დააპატიმრეს.

საპროტესტო აქციასთან კავშირის ბრალდებით, საერთო ჯამში ათზე მეტი ადამიანი დააკავეს. 2019 წლის მარტში, რამდენიმე მათგანი გაასამართლეს და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მასობრივი არეულობებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

2019 წლის 22 აპრილს, დაკავებულების ახლობლებმა საპროტესტო აქცია განჯაში გამართეს, მაგრამ პოლიციამ ხელი შეუშალა და განუცხადა, რომ აქცია „უკანონო იყო და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“.

რას ითხოვენ დაკავებულთა ახლობლები

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მათი ახლობლები უკანონოდ დააპატიმრეს და აწამეს. ბაქოში გამართულ საპროტესტო აქციაზე მათ „განჯის საქმის“ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელისა და სხვა ძალოვანების ფოტოები მიტანეს, რომლებიც, მათი აზრით, წამებაში მონაწილეობდნენ.


ასევე წაიკითხეთ