უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი აღმოაჩნდა
უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეს ელენა ზელენსკაიას ტესტირების შედეგად COVID-19– ით ინფიცირება დაუდასტურდა.
”დღეს მივიღე კოროვირუსის ტესტის დადებითი შედეგი. მოულოდნელი ამბავია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი ოჯახი ყველა წესს ვიცავთ – ნიღბები, ხელთათმანები, მინიმუმამდე დაყვანილი კონტაქტები… “, – ციტირებს ელენა ზელენსკაიას პოსტს Facebook- ზე ტელეკომპანია “ჰრომადსკოე”.
- „დარჩით სახლში, არა სასაფლაოზე“ – როგორ უმკლავდებიან ქვეყნები კორონავირუსის ახალ აფეთქებებს
- რატომ ინფიცირდებიან ექიმები უკრაინაში?
- “ქრისტე აღდგა” ონლაინ. როგორ ხვდებიან აღდგომას ეკლესიები უკრაინაში
უკრაინის პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და დაავადების სიმპტომები არ აქვს. ამჟმად ელენა ზელენსკაია ამბულატორიულად, ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებულად მკურნალობს.
”[უკრაინის პრეზიდენტმ] ვლადიმირმაც [ზელენსკიმ] და ბავშვებიც ტესტირება ჩაიტარეს, მათი შედეგები ნეგატიურია,” – დასძინა მან.
ზელენსკაიამ ასევე აღნიშნა, რომ საჯაროდ თავისი დიაგნოზის შესახებ იმის გამო დაწერა,რომ ყველას ახსოვდეს: ყურადღების მოდუნება ნაადრევია.
”როდესაც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ვუბრუნდებით, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პირადი ჯანმრთელობა, არამედ სხვების ჯანმრთელობაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული: ეს ეხება ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და თუნდაც უცხო ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად ლიფტში მგზავრობს, სუპერმარკეტში ჩვენს გვერდით რიგში დგას… “, – აღნიშნა მან.
ეპიდემიის დასაწყისიდან უკრაინაში COVID-19 29 753 ადამიანს აღმოუჩინეს, რომელთაგან 13.576 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 870 კი გარდაიცვალა. 12 ივნისის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 683 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 426 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.