თბილისში ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ
“ვითხოვთ თანაბარ შრომის პირობებს” – თბილისში ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების ცვლილებას აპროტესტებენ და მის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.
მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქს ლურჯი მიკროავტობუსები დაემატა – რომელიც დედაქალაქის მერმა რამდენი თვის წინ შემოიყვანა – მათი ხელფასები შემცირდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ ავტომობილები საბოლოო შესყიდვის პირობით ჰყავდათ. შესაბამისად, ისინი ითხოვენ მიკროავტობუსების კუთვნილებაში გადაცემას.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა:
“ამ მძღოლების ჯიბეში ხელი ჩაყო კალაძემ და ჯამურად, 43 მილიონი წაიღო. ყვითელი მიკროავტობუსების ნაცვლად ლურჯები შემოიყვანეს, გადაუფორმეს კომპანიას, 1500 ლარის ნაცვლად 800 აქვთ მძღოლებს ხელფასი, მიკროავტობუსებს არ უფორმებენ მძღოლებს… და რა მოხდა? ამით კალაძემ ვიღაცასთან გაინაწილა 43 მილიონი.”
________________________________
● “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები
● ჭიათურა – შავი მარგალიტი
● ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია
________________________________
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ადამიანები შრომით პირობებს აპროტესდებენ.
ცოტა ხნის წინ, სოდელ შუქურთის მცხოვრებლებმა პირი ამოიკერეს – მაშინ ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზში“ და მის შვილობილ კომპანიებში მომუშავე 3000-მდე თანამშრომელი გაიფიცა.
“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულმა მძღოლებმა, პროფკავშირების გვერდის ავლით მიმართეს იურისტს და ეკატერინე ტიკარაძესთან გაგზავნეს წერილი მოთხოვნებითა და გაფიცვის უფლების გამოყენებით.