ბაქოს ნარდარანის დასახლებაში კიდევ ერთხელ მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკება. რადიო თავისუფლება აცხადებს, რომ N3 კლინიკური საავადმყოფო ადასტურებს დაჭრილთა მიღებას, თუმცა მათ რაოდენობას არ ასახელებს. არსებობს მონაცემები ორ დაღუპულზე, ასევე – ისლამისტური მოძრაობის ლიდერ თალე ბაგიროვისა და კიდევ რამდენიმე კაცის დაკავების შესახებ. სააგენტო АПА-ს ცნობით, ერთ-ერთი ოპერაციის ჩატარებისას ნარდარანში პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს; ერთი დაღუპული – პოლიციის თანამშრომელია. პროკურატურას ჯერ არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.