რუსეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს
30 აპრილს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი კორონავირუსის დიაგნოზითა და 39 ტემპერატურით, საავადმყოფოში მოათავსეს.
მიშუსტინის ნაცვლად მთავრობის მეთაურის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი, ანდრე ბელოუსოვი შეასრულებს, რომელიც მანამდე ეკონომიკის მიმართულებით ვლადიმირ პუტინის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა.
პრეზიდენტმა პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მიხაილ მიშუსტინი „განაგრძობს მონაწილეობას ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებაში“, მაგრამ აღნიშნა, რომ „არანაირი კარდინალური გადაწყვეტილება ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, პრემიერის დაბრუნებამდე მიღებული არ იქნება“.
მიხაილ მიშუსტინი ერთი თვის წინ გამოვიდა განცხადებით იმის შესახებ, რომ „რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანეს“.
30 აპრილის მონაცემებით, რუსეთში, კორონავირუსით დაინფიცირდა 106 498 ადამიანი, მათგან 1 073 გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, შვიდი ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 100-ზე მეტი კი გარდაიცვალა.
- „აჭამეთ ჩემს კატებს და მე დავრჩები სახლში“ – რუსეთში, ინტერნეტში, მრავალათასიანი „საპროტესტო აქცია“ გაიმართა
- კორონავირუსი: გარდაცვალების ახალი შემთხვევები სომხეთსა და აზერბაიჯანში, საქართველო პიკს უახლოვდება
- საქართველო: გვინდა თუ არა მასობრივი ტესტირება? ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდება
