ქართველი და სომეხი ბავშვები აშშ-დან თბილისში სპეცრეისით ჩამოიყვანეს
79 ქართველი და 35 სომეხი ბავშვი აშშ-დან თბილისში სპეცრეისით ჩამოიყვანეს. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან. მოსწავლეები ყატარის დედაქალაქ დოჰაში ამერიკულმა მხარემ ჩაიყვანა, დოჰადან თბილისში მათი ჩამოყვანა კი საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
12 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ყველა ბავშვმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სავალდებულო თერმოსკრინინგი გაირა. თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ ისინი ავტობუსებით, თბილისსა და კახეთში არსებულ 2 სასტუმროში გადაიყვანეს.
კარანტინში მყოფი ბავშვები ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. საკარანტინო ზონას პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
ოჯახებს ისინი 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან.
სომეხი ბავშვები თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ სომხეთში გაემგზავრნენ.
- ახლობლები რომ მირეკავდნენ, ზოგს ეტირებოდა – რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტი
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- საქართველოში კორონავირუსზე პაციენტის შემოწმების წესი შეიცვალა: ვის გაუკეთებენ ტესტს?
- ირანი – ვირუსის პირველი კლასტერი საქართველოში. რა იქნება პანდემიის შემდეგ
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.