covid-19-ით ბოჭორიშვილის საავადმყოფოს ექთანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
8 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 288 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს ექთანს, რომელიც საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალშიც მუშაობს. ეპიდემიოლოგებმა მასთან კონტაქტში მყოფი 60 ადამიანი გამოავლინეს. ყველა მათგანი კორონავირუსზე მოწმდება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში covid-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ქობულეთის სოფლები: გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავრუკა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო 12 აპრილს დაიკეტა, დღეს გაიხსნება.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
- კორონავირუსის პირველი სამი დადასტურებული შემთხვევა სამხრეთ ოსეთში
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.