ამჯერად ყველაფერი ჩვეულებისამებრ წარიმართა
დღეს ბაქოში დღის 3-დან 5 საათამდე სტადიონ “მესხულზე” ეროვნული საბჭოს მორიგი, ამ თვეში რიგით მეორე მიტინგი გაიმართა. წვიმის მიუხედავად, მიტინგს დაახლოებით 5 ათასი ადამიანი დაესწრო. აქციის შემდეგ პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა, მათ შორის – პარტია “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტისა” და პარტია “მუსავათის” წევრები. დაპატიმრებულია ასევე ჟურნალისტი ისლამ შიხალი.
პოლიციამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიტინგი (რომელიც, წინა მიტინგის მსგავსად, ხელისფლების მიერ იყო ნებადართული) დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა, მიტინგის დასრულებისას მონაწილეებმა საზოგადოებრივი წესრიგი მაინც დაარღვიეს.
მიტინგის მონაწილეები კი ამბობენ, რომ პოლიცია უბრალოდ თავს დაესხა აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეკრების ადგილს ტოვებდნენ. დემოსტრატების თქმით, ძალოვანებმა მომიტინგეები პოლიციის მიერ წინასწარ მომზადებულ ავტობსებში შეტენეს.
მოგვიანებით ზოგიერთი დაკავებლი გაათავისფლეს.
გამოქვეყნდა: 18.09.2016